Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხალხის ფულით დახმარებას უწევენ ადამიანებს, რომელთაც ჰყავთ 3-4 მანქანა და აქვთ სახლები,'- რას ჰყვება სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი?

თარიღი : 19-01-2020, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 რა სიტუაციაა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელიც მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციასა და მისი განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება - სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი მოხელე, სააგენტოში არსებულ პრობლემებსა და დეპუტატების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ამხელს.

აღნიშნული ინფორმაცია მან კამპანია „არა მონობას“ მიაწოდა. კამპანიის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში სააგენტოს თანამშრომელი მისთვის განკუთვნილ ძალიან დაბალ ხელფასზე საუბრობს. ლაპარაკია იმაზეც, რომ მას საკუთარი სამუშაო მოვალეობების გარდა, სხვა პოზიციაზე დასაქმებული პირებისთვის განკუთვნილი დავალებების შესრულებაც უწევს. ის ასევე განმარტავს, რომ სააგენტოში დასაქმებულებს ზუსტად იმავე ეკონომიკურ სიდუხჭირეში უწვთ ცხოვრება, როგორც მათთან მისულ გაჭირვებულ ადამიანებს.

"მინდა მოგიყვეთ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული შრომითი ექპლუატაციის შესახებ. ვმუშაობ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ე.წ. "სობესში", სადაც იერარქიული დაყოფა შემდეგნაირად ხდება: არიან სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, შემდეგ მთავარი სპეციალისტები და ბოლოს, განყოფილების უფროსი. სპეციალისტების ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 360 ლარს, უფროსი სპეციალისტების - 440-ს, ხოლო მთავარი სპეციალისტების - 550-ს. ასე გრძელდება უკვე 10 წელზე მეტია. ფასები მატულობს, ხალხი სამსახურს ტოვებს, პასუხი კი სტანდარტულია: "არ გინდა და სხვები იხვეწებიან". საჯარო სამსახური, სადაც უმაღლეს განათლებას ითხოვენ, ასეთ ხელფასს გვთავაზობს. მე, პირადად, სპეციალისტად ვმუშაობ 360 ლარზე.

მოსული იყო ოფიციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 2019 წლის იანვრიდან უნდა მომხდარიყო ხელფასების მატება. რა თქმა უნდა არ მოამატეს, მოიმიზეზეს რეორგანიზაციის დაწყება. შემდეგ საუბარი იყო მარტზე, ივლისში მინისტრი (სერგეენკო) შეიცვალა (ესეც კარგი მიზეზია), შემდეგ თქვეს შემოდგომა, ბოლოს ახალი წელი და მოკლედ, ხვდებით ალბათ რაზეა საუბარი. ახლა კიდევ მოდის ახალ-ახალი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შესაძლოა "რეორგანიზაცია" (ბრჭყალებში ვსვავ ამ სიტყვას, რადგან რეორგანიზაცია აღარ ჰქვია ამას) გადაიდოს ივლისში, ანუ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს უწევთ ერთის მაგივრად ხშირად 3 პოზიციის მოვალეობის შესრულება. ვინც სამსახურიდან წავიდა, სახელმწიფომ დამალა მათი ადგილები და ვაკანსია არ დადო უკანონოდ. ვინც დავრჩით და ვიკისრეთ დანარჩენი საქმის შეთვისება, ჩათვალეს რომ შტატები გაბერილი იყო და ეხლა აპირებენ შტატების შემცირებას (ვაღიარებ, შტატები გაბერილი იყო, თუმცა ვაკანტურები). თუ მოხდა და სამი კაცის მაგივრად მომუშავე, წელში გაწყვეტილ თანამშრომელს რამე შეეშალა, ყველა ჯოხი მასზე ტყდება და საყვედურებსაც არ იშურებენ. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი სამსახური ემსახურება ხალხის იმ კატეგორიას, რომელსაც ყველაზე სათუთი მოპყრობა და თანადგომა ესაჭიროება. ამის მაგივრად, მოსულ მოქალაქეს (ძირითადად სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს ვემსახურებით) გაღიზიანებული და გადამწვარი თანამშრომლები ვხვდებით, რომლებიც მათსავით ეკონომიკურ სიდუხჭირეში ვცხოვრობთ, რეალურად ბევრი სოციალურად დაუცველი ჩემზე მეტ შემოსავალს ფლობს,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში საუბარია საკრებულოს დეპუტატების შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებეზეც. საჯარო მოხელე ამბობს, რომ დეპუტატები ხშირად დახმარებას ისეთ ადამიანებს უწევენ, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს და გაჭირვების საშიშროება არ ემუქრება. მისივე თქვით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმ პროგრამის გამართულობა, რომელიც ადამიანებს სარეიტინგო ქულებს ანიჭებს და დახმარების დანიშვნა/არდანიშვნის საშუალებას იძლევა.

„ასევე, მინდა ხალხს მოვუყვე, რა საქმიანობას ეწევიან ე.წ. საკრებულოს მუქთახორა დეპუტატები. ჩვენი სამსახურის გავლით გარკვეულ მოსახლეობას რთავენ "ერთჯერადი დახმარების პროგრამაში" და ჩვენი სამსახურიდან ესაჭიროებათ ცნობა, რომ იღებს დახმარებას, ან ცნობა, რომ არ იღებს დახარებას. ანუ საქართველოში და არა მარტო, ან იღებ, ან არ იღებ დახმარებას და აღნიშნული ცნობების საფუძველზე უკეთებენ წელიწადში ერთხელ და ხშირად მეტჯერაც 500 ლარიან, 400 ლარიან "პადარკებს", ან უფინანსებენ მაგალითად ოპერაციას საავადმყოფოში და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი ხალხის ფულით აღნიშნულ დახმარებას უწევენ ადამიანებს, რომლებსაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ჰყავთ 3-4 მანქანა (ძველი მანქანები არ გეგონოთ) და ფლობენ სახლებს, სახლები ცოტაა, მამულებს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხილებას იმსახურებს ჩვენს სამსახურში არსებული "პროგრამა", რომელიც ანიჭებს სარეიტინგო ქულებს, ხოლო ეს ქულა განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა პიროვნება, ოჯახი დახმარებას. ეს არის უსამართლოდ შექმნილი (გული რო არავის გაუხარო მიხოს დროს შეიქმნა), რომელიც მაპროვოცირებელია და ხალხს აიძულებს მოიტყუოს იმიტომ, რომ თუ არ მოიტყუეს, ვერ დაინიშნავენ დახმარებას.10 დან 9 ოჯახს, თავს დავიზღევ და 8-ს მოტყუებით აქვს დანიშნული, ხოლო ჩვენი სამსახურის სისტემის გაუმართაობის გამო (როდესაც საკრებულოს დეპუტატები უნდა თანამშრომლობდნენ ჩვენთან) ყველას ხელეწიფება სისხლი წოვოს სახელმწიფოს. მთავრობას რა თქმა უნდა აწყობს მეტი სოციალურად დაუცველი, რადგან მათი ხმები ულაპარაკოთ ხელისუფლებას ეკუთვნის და ამ დროს ადამიანებს, რომლებიც წელში ვწყდებით, გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ფული არ არის. მოკლედ, ესაა საქართველოს მძიმე რეალობა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს ჯანსაღად მოაზროვნე ხალხს აიძულოს დატოვოს თავისი სამშობლო,"-წერია გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კამპანია „არა მონობას“ გვერდზეა განთავსებული.

გავრცელებულ ინფორმციასთან დაკავშირებით კომენტარისათვის იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნობიან და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.


ნანახია: 241-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში ქალაქის საკრებულოს დეპუტატების მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე საუბრობენ.
გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა პირადად უმასპინძლა და სამუშაო

ამინდი