Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩერის' იდეა ოჯახის წევრებს ეკუთვნით, რომლებიც თავდაპირველად სახლში ამზადებდნენ ტკბილეულობებს და იღებდნენ შეკვეთებს. იმდენად მოეწონა ხალხს ეს გემო, რომ გადაწყვიტეს ოჯახში წამოწყებული საქმე ბიზნესად ექციათ'

თარიღი : 19-01-2020, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
დაუვიწყარი დღეებისა და დღესასწაულების გარდა, ადამიანის ცხოვრებაში არსებობს გემო, რომელიც ასევე დაუვიწყარია. სწორედ ამგვარ გემოს გთავაზობთ ქუთაისში არსებული საკონდიტრო "ჩერი", რომელიც უკვე წლებია ანებივრებს ჩვენს თანაქალაქელებს და არა მარტო მათ.

„ჩერის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება და სამ ქალბატონს- მაკა დარახველიძეს, მაია ჩუბინიძესა და ნესტან გვენეტაძეს უკავშირდება. „ჩერი“ შეკვეთებს სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე იღებს. ამ გემოს არაერთი სადღესასწაულო, კორპორატიული თუ საპრეზენტაციო საღამოები დაუვიწყარი გაუხდია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჩერის“ საკონდიტრო ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ყოველგვარი ქიმიური ინგრედიენტების გარეშეა დამზადებული.

„ჩერის“ 13- წლიანი წარმატებული ისტორიის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საკონდიტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნესტან გვენეტაძე ესაუბრა.

„ჩერის“ იდეა ოჯახის წევრებს ეკუთვნით, რომლებიც თავდაპირველად სახლში ამზადებდნენ ტკბილეულობებს და იღებდნენ შეკვეთებს. იმდენად მოეწონა ხალხს ეს გემო, რომ გადაწყვიტეს ოჯახში წამოწყებული საქმე ბიზნესად ექციათ. ამ საქმეში ჩავები მეც. 13 წელიწადია რაც მოვდივართ. ჯერ გავხსენით ერთი ფილიალი ე.წ. ბჟოლებში, ამას მოჰყვა მეორე და მესამე ფილიალების დამატება. გვაქვს მეოთხეც, პატარა სივრცე.

ძალიან მიზერული თანხებით გავხსენით საკონდიტრო, მწირი ბიუჯეტი გვქონდა. რეკლამაზე რომ მიდგა საქმე, რა დაგვერქმია ამ საკონდიტროსთვის, გვინდოდა რაც შეიძლება მოკლე სახელწოდება ყოფილიყო, ამიტომ დავარქვით ჩერი. თავიდან არა საკონდიტროს, არამედ უფრო საოჯახო სამზარეულოს სახე მივეცით. ტკბილეულიც გვქონდა, ცომეულიც და ამასთან, სადილებს, კერძებს ვამზადებდით. დრომ გვიჩვენა, რომ ქუთაისელები ჯერ ნახევრადფაბრიკატებისთვის არ იყვნენ მზად, ამიტომ დავტოვეთ მხოლოდ ტკბილეული. გარკვეული პერიოდის შემდეგ სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"-ში, მესამე სართულზე კაფე გავხსენით, სადაც ადგილზეც შეუძლიათ მიირთვან ან სახლში წაიღონ. კაფე გავხსენით ფოთის ქუჩაზეც, ინფექციურში. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, დღე და ღამეს ვათენებდით და ვაღამებდით. კვირა ისე გადიოდა, შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მივსულიყავით სახლში. დღე და ღამე ვშრომობდით იმისთვის, რომ ვყოფილიყავით წარმატებულები, ექსკლუზიურები და განსხვავებულები,“-ამბობს ნესტან გვენეტაძე.
ნესტან გვენეტაძე იმ უნიკალური რეცეპტის შესახებაც გვიამბობს, რომელიც საკონდიტრო ნაწარმს უგემრიელესა და განსხვავებულს ხდის.  დაუვიწყარი გემოს მთავარი ინგრედიენტი მისი თქმით, ხარისხი და მოტივაციაა, რომელიც მუდმივ სიახლეებსა და კმაყოფილ მომხმარებელზეა ორინეტირებული. გამორჩეული დიზაინი კი ინდივიდუალურად ერგება მომხმარებლის გემოვნებას, ითვალისწინებს ყველა ინტერესს, უთავსებს მას თანამედროვე ტენდენციებსა და ქმნის ყველასგან განსხვავებულ, თვალისმომჭრელ დიზაინს, რომელიც "ჩერი"-ს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი და ბენეფიტია.
http://www.picz.ge/img/s2/2001/19/2/27c64187d3ed.jpg
„ჩვენ არ ვმუშაობთ რაოდენობაზე, ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე. აბსოლუტურად შენარჩუნებული გვაქვს ის გემოები, რაც ძველად იყო. ამასთან, ვმუშაობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, არანაირ ქიმიურ დანამატებს არ ვიყენებთ, ვადიანი არ არის ჩვენი პროდუქცია. ვცდილობთ ვიყოთ ორიგინალურები, განსხვავებული ხედვით ვუყურებთ ტორტსაც, ნამცხვარსაც, ყველაფერს. ამიტომაცაა, რომ ხალხს მოსწონს ჩვენი გემო. ძალიან ბევრი შეკვეთა მიგვიღია- ქორწილების, დაბადების დღეების, კორპორატიული საღამოების თუ ყოველღიური ნამცხვრების. ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, წლებია ჩვენთან ყიდულობენ და არ გვღალატობენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც აინტერესებთ სხვა საკონდიტროს გემო, გასინჯავენ, მაგრამ მაინც ჩვენთან მოდიან ისევ. შეკვეთები გვქონია სხვადასხვა ქალაქდან- ბათუმიდან, თბილისიდან, სამეგრელოდან, საზღვარგარეთიდანაც. მიტანის სერვისიც ჩვენია,“-ამბობს ნესტან გვენეტაძე.

საკონდიდროში ამჟამად 30-მდე თანამშრომელია დასაქმებული. „ჩერის“ დამფუძნებლები ერთგულ მომხმარებლებს სამომავალოდ კიდევ ერთი ფილიალის დამატებას და ბევრ დაუვიწყარ გემოს ჰპირდებიან.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსი"-ს პიარჯგუფის ორგანიზებით გამართულ "წლის კომპანიებისა და ადამიანების" დაჯილდოვების მასშტაბურ ღონისძიებაზე "ჩერი" 2019 წლის საკონდიტროდ დასახელდა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1090-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი