Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები და 220 ლარად მონურ პირობებში მყოფი თანამშრომლები-რა მდგომარეობაა 'ჭიტა'-ში?

თარიღი : 18-01-2020, 23:02 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 
კამპანია „არა მონობა"-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელის „ჭიტას“ თანამშრომლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც დასაქმებულთა სამუშაო პირობების შესახებაა საუბარი. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული მაღაზიათა ქსელის თანამშრომელი ერთდროულად რამდენიმე პოზიციას ითავსებს. ის შეიძლება იყოს კონსულტანტიც, დამლაგებელიც, კურიერიც, საწყობის თანამშრომელიც და ა.შ. ამ ყველაფერში კი მას მხოლოდ 220 ლარსა და ბონუსებს უხდიან.
 
ამასთან, ის მაღაზიათა ქსელში განთავსებული სათამაშო პროდუქციის შესახებაც საუბრობს, რომელთა ხარისხი, მისივე თქმით საეჭვოა.
 
„სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტაში“ მოლარის პოზიციაზე გავგზავნე სივი, შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე დამირეკეს და მივედი გასაუბრებაზე. დავიწყებ იქედან, რომ კონტრაქტში ხელფასი წერია 450 ლარი + ბონუსი, დავთანხმდი ამ პირობებს. სტაჟირების მერე ისევ დამიბარეს სათაო ოფისში, მომცეს კონტრაქტი და თურმე მოჭრილი ხელფასი სულ რაღაც 220 ლარია. ნუ კარგი მეთქი, ჯანდაბას, დავიწყე მუშაობა. ალბათ ყველამ იცის, რომ "ჭიტა"-ს აქვს ადგილზე მიტანის სერვისი და არც თუ ისე ცოტაა შეკვეთები. ვიკითხე შეკვეთა ვის მიაქვს მეთქი და მიპასუხეს, კონსულტანტსო. სასაცილოა, მომხმარებლებმა რომ იცოდნენ რა გზას გადის კონსულტანტი, რომ შეკვეთა მათთან მივიდეს, ალბათ არც კი შეუკვეთავდნენ. წარმოიდგინეთ, დაღლილი, ნამუშევარი კონსულტანტი უნდა ადგეს და შეკვეთა მომხმარებელს სახლში მიუტანოს, მერე დაბრუნდეს ისევ სამსახურში და გააგრძელოს მუშაობა 220 ლარად და ბონუსების იმედად.
 
კურიერის გარდა ხარ დამლაგებელიც, უნდა წმინდო და ხვეტო იქაურობა. რომ ვიკითხეთ რატომ არ არსებობს დამლაგებელი-თქო, არ არის იმის შესაძლებლობა დამლაგებელმა შუა დარბაზში მომხმარებლებთან ცოცხით და ტილოთი იაროსო. მე, კონსულტანტი თუ დავდივარ ტილოთი და ცოცხით, დამლაგებელმა რომ იაროს რა?  მომხმარებლის თვალში უფრო უხეშად არ ჩანს როცა კონსულტანტი ალაგებს იქაურობას? ასეთ ქსელურ მაღაზიებში რამდენიმე ობიექტს ჰყავს ერთი დამლაგებელი, რომელიც მიდის დილით, დაალაგებს და მერე გადის სხვა ობიექტზე. უბრალოდ არ უნდათ დამლაგებელს ფული გადაუხადონ, მერე ვიღა გაისქელებს ჯიბეებს?
 
იმასაც ვამბობდი, 12 ფილიალს 2 კურიერი რომ ჰყავდეს ყელში ამოუვათთქო? მაგრამ მაგათაც ხომ ხელფასი სჭირდებათ, ამიტომ ყველაფერი გადადის კონსულტანტის კისერზე. დანაკლისის შემთხვევაში ხელფასებს რომ აჭრიან, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, საქართველოში ყველგან ასეა სამწუხაროდ. ოცი ათასი რომ იყოს დანაკლისი, ალბათ ყველას თანამშრომელს ჩამოაჭრიან. ამასთან, შეიძლება დასვენების დღე მთავარ საწყობში გაატარო, მიეხმარო, დაახარისხო შენი ფილიალისთვის გასაგზავნი პროდუქცია. კიდევ კარგი ეს მაინცაა ანაზღაურებადი, 20 ლარს გიხდიან. პროდუქცია მოდის თითქმის ყოველ მეორე დღეს მაღაზიებში, არაა სათამაშოების ტევა, მაგრამ როგორც გინდა და რანაირადაც გინდა, ეს სათამაშოები უნდა დაალაგო. მერჩენდაიზერზე აღარ ვლაპარაკობ, დარეკავს, ეს იქ დადეთ, ეს აქ. თაროები ყველა მორყეულიაა და შეიძლება ერთ დღეს მომხმარებელი ან თანამშრომელი დაზიანდეს.  
 
ახლა ხარისხსა და მაგათ N71 -ის სერთიფიკატზე ვისაუბრებ. თავიდან რომ მივედი, მართლა მეგონა, რომ ეს სათამაშოები შემოწმებული იყო. მოგვიანებით ისევ გოგოებმა თქვეს, რომ არანაირი ხარისხის ნიშანი არ იყო და სათამაშოები უხარისხო იყო, ისეთივე როგორც ვაგზლის ბაზრობებზეა. ცხადია ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელი და არ ვიცი დანამდვილებით ასეა თუ არა, მაგრამ ჩემს თავთან დისკომფორტი გამიჩნდა. ყველა მეკითხებოდა, როგორი ხარისხია?  ნამუსი მაწუხებდა, რომ მიწევდა ისეთი პასუხის გაცემა, რომელშიც დარწმუნებული არ ვიყავი. ამასთან, არის სათამაშოები ჩვილი ბავშვებისთვის (ღრძილები რომ ამოსდით ამისთვის განკუთვნილი), ამიტომ ამ თემასთან ხუმრობა არ შეიძლება. როცა შიდა სტაფი ფიქრობს, რომ კომპანია იტყუება, კარგი იქნება თანამშრომლებს აჩვენონ რა სერთიფიკატები აქვთ, როდინდელი და რამდენად შეესაბამება ხარისხს. ასე თავიდან აიცილებენ გაუგებრობას. საბოლოოდ კი იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი სირცხვილიაა უბრალოდ და სჯობს ყველამ ხმა ამოვიღოთ ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღოს ამ გაღორებულ ბიზნესმენებს, "-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კამპანიის „არა მონობას“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მათ „ჭიტას“ მფლობელი დაუკავშირდა და აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. თუმცა „ჭიტას“ თანამშრომლები დახმარების თხოვნით „არა მონობას“ დღემდე მიმართავენ.
 
 
 


ნანახია: 351-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბავშვის ფსიქიკის სწორი განვითარებისთვის, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და გონებრივი შესაძლებლობების ფორმირებისთვის

ამინდი