Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მძღოლი, რომელიც მოხუცებს, ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს მგზავრობის ფულს არ ახდევინებს

თარიღი : 18-01-2020, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მძღოლი, რომელიც პატარებსა და მოხუცებს უფასოდ ამგზავრებს -მოქალაქე აზა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებასა და ქალაქის მერიას აღნიშნული პიროვნების დამსახურების შესახებ უყვება.

„სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ქუთათურებსა და ქუთაისის მერიას! მინდა გაგაცნოთ დიდებული ადამიანი, ბატონი თემური, რომელიც ქუთაისში, ნომერ მე-5 მარშუტის მძღოლია. წლებია ვმგზავრობ აღნიშნული ტრანსპორტით, ის იშვიათი კაცთმოყვარეობის და სიკეთის მატარებელი ადამიანია. ბატონი თემური წლებია ფულს არ ართმევს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებსა და პატარებს, ასევე სათნოების სახლში მიმავალ მოხუცებს, რომლებიც იქ საჭმლისთვის მიდიან. ყოველთვის და ყველას, ნებისმიერ სიტუაციაში თბილად და მოთმინებით ესაუბრება თავისი ოქროს გულით. მას ნამდვილად ეკუთვნის, რომ ოქროს მედალი ოქროს გულზე დააბნიოს ქალაქის მერიამ. ბატონი თემური გარშემო სიკეთეს, სიყვარულსა და სიმშვიდეს თესავს! მემგონი დამეთანხმება ყველა მგზავრი, ვისაც ერთხელაც კი უმგზავრია მისი ტრანსპორტით. სულ ასე იღიმის.

პ.ს.ფოტო ფარულად მაქვს გადაღებული. გააზიარეთ ყველამ! ეგება და მაგალითი იყოს ადამიანებისთვის და ვისწავლით სიყვარული და დაფასება, თავისი პროფესიის სიყვარულით დაფასება,“-წერს აზა კვარაცხელია.


ნანახია: 562-ჯერ

მსგავსი სიახლეები
100 წელს გადაცილებულ მოხუცებს საახალწლო ნობათი და საოჯახო ტექნიკა ოჯახებში გადასცეს. 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება კი მათ
სამტრედიის სათნოების სახლში ხუთი მოხუცის გარდაცვალების მიზეზებს იკლვევენ. დაწესებულების 29 ბენეფიციარიდან ხუთი მათგანი
ხელისუფლების წარმომადგენლები ბენეფიციარების პრობლემებსაც გაეცნენ და მოხუცებს არსებული პირობების გაუმჯობესებას დაპირდნენ.
ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის
მინისტრის თქმით, ეს სწორედ ის სახლია, სადაც ფილმი, "იმერული ესკიზებია" გადაღებული.

ამინდი