Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია: ტუალეტი ვერ გაგიხსნიათ და რაის 50 000 ლარიან დროშას კიდებთ

თარიღი : 17-01-2020, 10:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული მოუწესრიგებელი და გაუმართავი საპირფარეშოების პრობლემა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გააპროტესტა. გოგი წულაიამ მორიგი ბრიფინგი ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე საპირფარეშოსთან გამართა. მისივე თქმით, სირცხვილია, როცა ქალაქში არც ერთი საპირფარეშო არ ფუნქციონირებს, ამის ფონზე კი ქუთაისის მერია 50 000 ლარს დროშის აღმართვაში იხდის.

„იცით რა მდგომარეობაცაა ამ კუთხით, როგორი დამცინავი სახით დადიან ტურისტები და ეძებენ საპირფარეშოს. ზოგიერთი დამცინავი სახის მაგივრად, გაჭირვებული სახით დადის. რაც მე ამ თემაზე ბრიფინგები და პერფომანსები მიტარებია, მაგრამ საშველი არ არის. ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საკითხზე კიდევ საუბარს, რომ არა ორი ფაქტი. ერთი ის, რომ ამას წინ, ჟურნალისტებმა გუბერნატორსა და ქალაქის მერს დაუსვეს კითხვა ქალაქში არსებული საპირფარეშოების შესახებ. ჟურნალისტის შეკითხვას მერმა ასე უპასუხა: რავა, "ნაციონალების" დროს იყოო? მე მინდა ის დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არც კომუნისტების დროს ყოფილა, უფრო სწორად იყო, მაგრამ გარეთ თუ მოილევდი, შიგნით ვერ შეხვიდოდი.

"ნაციონალების" დროს კი, ოთხი ასეთი საპირფარეშო აშენდა მთელს ქალაქში, რომელშიდაც ასი ათასი ლარია გადაყრილი და დატოვეს ასე. მოვიდნენ შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და არც მათ მიხედეს. ჩაატარეს უამრავი ტენდერი, მოგებულებს მერე წაართვეს უფლებები, არ მისცეს და ა.შ. ახლა მომივიდა ინფორმაცია, რომ მერიაში მყოფ ერთ-ერთ თანამდებობის პირს სურს, ეს ბიზნესი დაიკავოს ხელში. აქაა სწორედ ტრაგედია, ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის ხელისუფლება, ვისაც განავალი და შარდი ენანება ადამიანებისთვის. თვითონ უნდათ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება, ამიტომ ღმერთმა მოგახმაროთ შარდი და განავალი, ჩემო ძვირფასო ხელისუფლებავ. ასეთი ღორობა არ გამიგია, ეს არის კატასტროფა. ტუალეტი ვერ გაგიხსნიათ და რაის დროშას (50 000-ის) კიდებთ თქვე შობელძაღლებო,“-აცხადებს გოგო წულაია.

ქუთაისის მერიაში წულაიას კომენტარს ტრადიციულად არ პასუხობენ.

ამჟამად ქუთაისში სულ 4 საპირფარეშოა. ესენია წითელი ხიდის ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ავტომშენებლის ქუჩასა და ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე საპირფარეშოები.
 


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას თქმით, საპირფარეშოს დახურვის გამო, ქალაქში ანტისანიტარიაა და მოსახლეობა იძულებულია, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილება ქალაქის
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი

ამინდი