Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საჭიროებას, რომ სწავლა გადაიდოს,'-ქუთაიაის სკოლებსა და ბაღებში სწავლის განახლების გადადება არ იგეგმება

თარიღი : 14-01-2020, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს, მათ შორის ქუთაისის საჯარო სკოლებში, სწავლის პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო  Topnews.com.ge-ს  ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ეპიდემია არ არსებობს, ამდენად ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების აუცილებლობა არაა.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლითაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხვალიდან, 15 იანვრიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ სწავლას. ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლაში გვაქვს მზაობა იმისა, რომ დავიწყოთ სასწავლო პროცესი შეუფერხებლივ. რაც შეეხება, სეზონურ ვისურებს, ჩვენ ყველანაირ მზადყოფნაში ვართ, გათბობები ყველა სკოლაში გვაქვს. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საჭიროებას, რომ სწავლა გადაიდოს,"-განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისის ბაგა-ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელები 20 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. 

„როდესაც დავასრულეთ სწავლა, ასე დაგვგეგმეთ და მივდივართ გეგმის მიხედვით. თუ ვირუსების კუთხით მდგომარეობა უფრო გართულდა, მერე შესაძლოა გადავდოთ. ამ ეტაპზე კი სწავლის განახლებას 20 იანვრისთვის ვგეგმავთ,“-აცხადებს ააიპ „ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.
 
 


ნანახია: 451-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე არდადეგები 16 დღის განმავლობაში ფასტანს
სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.

ამინდი