Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში,'- ქუთაისში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

თარიღი : 14-01-2020, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა.

სახელმწიფო რწმუნებულმა და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა აღმართეს.

"გილოცავთ ქართული დროშის დღეს, დროშა არის ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის, გამარჯვებების, თავისუფლების სიმბოლო. დროშა ინახავს როგორც ჩვენ გმირულ და სასახელო წარსულს, ასევე მომავლის ძალას და რწმენას გვაძლევს. თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დროშას და გილოცავთ და ვისურვებ, არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.


ნანახია: 423-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
სტუდენტები რეგიონების ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება
ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა.
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ამინდი