Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა, III კლასის მოსწავლემ გიორგი სილაგაძემ ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის რეგიონალურ ტურზე გრან პრი მოიპოვა

თარიღი : 14-01-2020, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი სილაგაძე გრან პრის მფლობელია. ის ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის რეგიონალურ ტურზე გავიდა და გამარჯვებაც მოიპოვა. გიორგი მაისის ბოლოს ფინალურ შეჯიბრზეა მიწვეული, რომელიც ალმათიში გაიმართება.

"2020 წელი წარმატებულად დაიწყო ნ.ნიკოლაძის სკოლისათვის. ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. საქართველოდან ოლიმპიადაში კომაროვის, ვეკუას, ფიზიკა- მათემატიკის სკოლებიდან მონაწილეობდნენ. დიდებს ამ საკმაოდ რთულ ოლიმპიადაში ტოლი არ დაუდო ნ.ნიკოლაძის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ გიორგი სილაგაძემ, რომელმაც მოიპოვა გრან პრი.

გიორგი მიწვეული იქნება ფინალურ შეჯიბრზე, რომელიც მაისის ბოლოს  ალმათიში გაიმართება. წელი კარგად დაიწყო, ვულოცავ გიოს და ნ.ნიკოლაძის სკოლას, იმედია გიო კიდევ გვასახელებს. ის არის ძალიან შრომისმოყვარე, ყურადღებით ისმენს და ითვალისწინებს ყველა რჩევას, როგორც კი მის საჭიროებას ხედავს. საინტერესოა მასთან მუშაობა, ის არის თითქმის ყველა ოლიმპიადაზე ოქროს და პირველი ადგილის მფლობელი, ამასთან, საქართველოს მაშტაბით 1-ლი ადგილის მფლობელი კინგსის ოლიმპიადაზე. მე მწამს მისი დიდი წარმატების. ვულოცავ ნ.ნიკოლაძის სკოლას, ეს არის ოჯახი, სადაც თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს აქვს საშუალება აღმოაჩინოს, გამოაჩინოს და გზა გაუხსნას ამ სწრაფცვალებად ქვეყანაში მომავალ თაობას, მადლობა დირექციას, წარმატებები საამაყო სკოლას,"-აცხადებს გიორგის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი სოფო თედოშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ჟაუტიკოვის სახელობის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადაში სულ  21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
 


ნანახია: 1596-ჯერ

მსგავსი სიახლეები
5 მოსწავლის მგზავრობა + 1 მოსწავლის საორგანიზაციო შესატანი ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.
გასულ წელს გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე (IYIPO 2016), სადაც 30 ქვეყნის 300 გამომგონებელი მონაწილეობდა,
პატარა პიანისტი უკვე არაერთი წარმატებისა და პრიზის მფლობელია.
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ამინდი