Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვემზადებით თქვენთან შესახვედრად'-თოჯინების თეატრი 19 იანვრიდან მაყურებელს სპექტაკლებს განახლებულ სივრცეში სთავაზობს

თარიღი : 14-01-2020, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
“ვემზადებით თქვენთან შესახვედრად”- განახლებული ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 19 იანვარს პრემიერით გაიხსნება და ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი პიესა "ჩხიკვთა ქორწილი" იქნება წარმოდგენილი.

თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაობი უკვე დასრულდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, მოწესრიგდა შიდა ეზო და გამაგრდა საძირკველი. შეიცვალა სცენის კონსტრუქცია, დარბაზი აღიჭურვა ახალი განათებით და გათბობით. ასევე, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სავარძლები და მოწესრიგდა სავენტილაციო სისტემა.

„პროექტის ღირებულებამ 600 ათასამდე ლარი შეადგინა. კულტურის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ქალაქს და განსაკუთრებით ბავშვებს, ახალი თეატრალური სეზონიდან ექნებათ შესაძლებლობა განახლებულ სივრცეში ნახონ ის სპექტაკლები და წარმოდგენები, რომლებთანაც თითოეულ ჩვენგანს ბევრი დადებითი ემოცია და ისტორია აკავშირებს. მინდა წარმატებული პრემიერა ვუსურვო თეატრის დასს და ადმინისტრაციას!"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თეატრს 1987 წლის შემდეგ რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა.


ნანახია: 489-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამინდი