Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, როცა საქმე ახალშობილებში ვირუსს ეხება და რას გვირჩევს ექიმ-პედიატრი?

თარიღი : 14-01-2020, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ვირუსის მიზეზით სამედიცინო დაწესებულებაში მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში "კლინიკა ბომონდის“ პედიატრმა ნინო კირთაძემ განაცხადა.

მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ღებინების შეგრძნება (ან ღებინება) -აღნიშნული სიმპტომებით კლინიკას არაერთი პაციენტი მიმართავს. დღეში გადაუდებელი დახმარება კი 20-მდე ბავშვს ესაჭიროება.

„მომართვიანობა ძალიან  გაზრდილია, შეიძლება ვთქვათ რომ გაორმაგებული და გასამმაგებულიცაა. პანიკა და შიშიც არის მოსახლეობაში, ამიტომ ბევრი მოგვმართავს. პაციენტების უმეტესობა მოდის სიცხიანი, მაღალი ტემპერატურით. ამ ვირუსის დროს სიცხე ხშირად არ ექვემდებარება დამწევს, ამას მშობელი განიცდის. დაალევინებს დამწევს, ჰგონია დაუწევს და რადგან ასე არ ხდება, იძულებულია მომართოს სტაციონარს და პოლიკლინიკას.

გეტყვით იმასაც, რომ ანალიზები თითქმის ერთმანეთის მსგავსია. მომატებულია მონოციტის რაოდენობა, რაც ზოგჯერ მიდის ლეიკოციტამდე. როცა ლეიკოციტი ნაკლებია და ტემპერატურა მაღალია, ასე 39-40, ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს ვირუსულ მდგომარეობაზე. ჩვენ ზოგადად, თავიდან ვერიდებით ხოლმე ანტიბიოტიკების დანიშვნას, თუმცა დაკვირვების შედეგად, ბავშვები, რომლებსაც დავუნიშნეთ მხოლოდ ანტივისურული, მაინც ბრუნდებიან ჩვენთან და ვერ გამოდიან ანტიბიოტიკების გარეშე.

იმატა პნევმონიებმა, მოდის მეორადი ინფექცია. ხდება ისე, რომ პაციენტი ნამკურნალებიცაა და სტაციონარში ნაწოლიც, მაგრამ გადის რამდენიმე დღე და ისევ შემობრუნდება ტემპერატურის მატებით, ხველებით. ამიტომ, ასეთი მდგომარეობა რომ არ იყოს, თავიდანვე ვუმოწმებთ ცერეაქტიულ ცილას, სისხლის კლინიკურ ანალიზს, ვუღებთ რენტგენს მათ, ვისაც ახველებს, რომ არაფერი არ  გამოგვეპაროს და დანიშნულება სწორად მივცეთ,"-ამბობს ნინო კირთაძე.

პედიატრი მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ თვითნებური მკურნალობის მაგივრად სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში, ოჯახის ექიმს მიმართონ.

„მშობლებს ვეტყოდი, რომ თუ ჰყავთ სახლში ვირუსიანთან ერთად ახლაშობილი, იხმარონ  ანტივირუსული რისელონის სანთელი. ასვან ბავშვებს ბევრი სითხეები, აკონტროლონ ტემპერატურა. თუ ტემპერატურა 37-მდე აქვთ, აცადონ ტემპერატურას 38-ნახევრამდე გაზრდა, ცოტა იმუნური სისტემა გამოუმუშავდეთ ბავშვებს, გაბედოს ორგანიზმმა შებრძოლება. ასევე, ექიმთან მისვლის გარეშე ნუ დაიწყებენ ანტიბიოტიკების თვითნებურად დანიშვნას. დაანებონ თავი აფთიაქში კითხვას, ეს სჯობია თუ ის. ზოგი მშობელი მიდის აფთიაქში და ეუბნება: ასეთი ხველა აქვს ბავშვსო და შეიძლება ისეთი წამალი დაალევინოს, ნახველი დაუგროვდეს და სპაზმები გაუჩნდეს. ამოსახველებელმა საშუალებამ მშრალი ხველის დროს, პატარა ბავშვებში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ სჯობს მივიდნენ ოჯახის ექიმთან, აიღოს ანალიზები და ამის გათვალისწინებით მიიღონ დანიშნულება,"-აცხადებს ნინო კირთაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულობით ხდება.უმეტესად კი ინფექცია დიარეით-ფაღარათით ვლინდება.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,
ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციების გააქტიურება და გართულება მხოლოდ ზრდასრულებს არ უქმნის პრობლემას.
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული

ამინდი