Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ქალბატონისთვის, რომელსაც გამოსახლებით ემუქრებიან, საზოგადოებამ თანხის შეგროვება დაიწყო

თარიღი : 14-01-2020, 10:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„გავერთიანდეთ ციცის სიმართლისთვის“- ქუთაისელი ქალბატონისთვის, რომელსაც გამოსახლებით ემუქრებიან, საზოგადოებამ ფულის შეგროვება დაიწყო. ციცინო ხარაბაძეს კერძო იპოთეკარი კვლავ სახლის დაცლას თხოვს და გამოსახლებით ემუქრება. მას აღსრულების ფურცელი უკვე მოუვიდა, გამოსახლება 27 თებერვალსაა ჩანიშნული.

„ვერა (ციცი) ხარაბაძეს 27 თებერვალს სახლიდან ასახლებენ! პარადოქსია, რომ ამ ქალბატონმა თავი 27 თებერვალს დაიწვა და ამჯერადაც, 27 თებერვალს არის ჩანიშნული გამოსახლება! მთელი ამ ადამიანური ტრაგედიის მიზეზი მევახშეა. მიუხედავად იმისა, რომ ციციმ კერძო მევახშეს სამჯერ მეტი გადაუხადა-ის მაინც ითხოვს დამატებით თანხას. 27 თებერვლამდე გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ადამიანი ერთადერთი თავშესაფრიდან გამოსახლებას. ამ სახლის გარდა არაფერი გააჩნია. მარტოხელა ქალი ღია ცის ქვეშ არ უნდა დარჩეს. ის არ იმსახურებს ამას,"-წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000162288387

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრობლემა ხარაბაძეს 2012 წლიდან აქვს. მან კერძო მევახშეებთან 4 ბინა ჩადო, რის ფულსაც ეტაპობრივად იხდიდა, თუმცა გარკვეული პერიოდი თანხის გადახდა გაუჭირდა, რის გამოც გამოსახლებასთან დაკავშირებით აღსრულების ფურცელი არაერთხელ მიუვიდა.

2013 წელს ციცინო ხარაბაძემ პროტესტის ნიშნად სახლში თავი დაიწვა და თვეების განმავლობაში უმძიმესი ხარისხის დამწვრობით, საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

 როგორც ამბობს, მას შემდეგ კერძო მევახშეების თაღლითურ საქმეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. კერძო იპოთეკარი მას ამ დრომდე სახლიდან გამოსახლებით ემუქრება.


ნანახია: 722-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ზომამდე ვარ მისული, რომ ცეცხლს წავიკიდებ და ისე შევვარდები პარლამენტში და "ნაციონალებს" გამოვწვავ
კვანტალიანებს გამოსახლებით კერძო მევახშე ემუქრება. როგორც დაზარალებულმა კახა კვანტალიანმა ტოპნიუსს განუცხადა, მას კერძო მევახშის
ადგილზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული.
ოჯახში ბებია და ცერემბლარული დამბლით დაავადებული შვილიშვილი ცხოვრობს.

ამინდი