Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფელ ვარციხეში მდებარე ანანოვების ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა

თარიღი : 13-01-2020, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპლიტეტში, სოფელ ვარციხეში მდებარე ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა. სასახლის გასხვისების მიზნით საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და დღეს დასრულდა. აუქციონის შედეგად, 77,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა გასხვისდა. 

ისტორიული ნაგებობა 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს "ინვესტ ჯგუფმა"  1,375,000 ლარად შეიძინა. სწორედ აღნიშნული კომპანია იღებს ვალდებულებას, განახორციელოს 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტი მოაწყოს. 

აუქციონის პირობების მიხედვით:

"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ტურისტული ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სავალ ბილიკ(ებ)ს, გამწვანებას, გარე განათებას, ბუნებრივ ან/და ხელოვნურ საფარიან სპორტულ მოედანს/მოედნებს, სველ წერტილ(ებ)ს, საპრივატიზებო ქონებიდან შენობა-ნაგებობა №1-ში არაუმეტეს 6 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას) შექმნა (რაც ასევე შესაძლოა მოიცავდეს გადაცემული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში;

გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ტურისტული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მისი შექმნიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში;

დ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

ე) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტურისტულ ცენტრში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით."- ნათქვამია აუქციონის პირობებში. 

აუქციონში მონაწილეობა "ინვესტ ჯგუფმა" მიიღო. 


ნანახია: 636-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
ქუთაისში მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა. შენობა 24 ოქტომბერს გამართული აუქციონის შედეგად გასხვისდა
სანატორიუმი ცისკარის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის
დღევანდელ აუქციონზე გასხვისებული ობიექტებიდან შემული თანხა 68 600 ლარს შეადგენს.

ამინდი