Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით ჭიათურაში, ახლო მომავალში, ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდება,'-რა სასიკეთო ცვლილებებს უნდა ელოდოს ჭიათურის მოსახლეობა?

თარიღი : 13-01-2020, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ამ მიზნით შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ უკვე შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად ზურაბ ცარციძე დაინიშნა. ახლადდაფუძნებულ შპს კომპანიას ოფისი ნინოშვილის ქუჩაზე, მერიის შენობის გვერდით მდებარე სამსართულიან შენობაში, მესამე სართულზე აქვს. ამ ეტაპზე სატრანსპორტო კომპანია 25-მდე თანამშრომელს ითვლის (მძღოლებისა და მოლარეების ჩათვლით).

„ახლადშექმნილ შპს სატრანსპორტო კომპანიაში შემოვა საბაგირო გზებიც. იცით, რომ ჭიათურაში ახლა საბაგირო გზები შენდება. როდესაც პროექტი დასრულდება და საბაგირო ექსპლუტაციაში შევა, ჩვენი კომპანიის დაქვემდებარებაში გადმოვა. ამასთან, იგეგმება მუნიციპალური ავტობუსების შეძენა. მოლაპარაკების პროცესში ვართ, შესაძლოა თბილისის მერიამ გადმოგვცეს ან ყიდვა მოგვიწიოს. ჯერ არ ვიცით როგორ იქნება, თუმცა უახლოესს მომავალში შემოვა ავტობუსები, რა ფორმით და საიდან, არაა ჯერ დაზუსტებული. ავტობუსები პირველ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, რაც შეეხება სოფლებს, არსებულ ავტოსადგურებთან ვგეგმავთ აუქციონებისა და ტენდერების ჩატარებას, რადგან 2006 წლის მერე არ ჩატარებულა ტენდერი და ყველანაირი ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით დადის უკონტროლოდ, მძღოლის შეხედულების მიხედვით, შესაბამისად მოსახლეობაზე მორგებული ნაკლებადაა. მუშაობა მოდის სწორედ იმ კუთხით, რომ ამ მარშუტების გადაადგილება რამენაირად მოვარგოთ მოსახლეობის ინტერესებს. რაც შეეხება კომპანიის თანამშომლების რაოდენობას, იცით, რომ ჩვენ, საბაგიროს მაგივრად სამარშუტო ტაქსები გვყავს იჯარით აყვანილი, ამიტომ მისი მძღოლებისა და მოლარეების ჩათვლით, ამ ეტაპზე 25-მდე თანამშრომელი გვყავს.

გეტყვით იმასაც, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ჩვენს კომპეტენციაშია პარკირების საკითხების მოწესრიგებაც. ცენტრალურ- ნინოშვილისა და ხელიძის ქუჩებზე უკვე დავიწყეთ მუშაობა, ამასთან დაკავშირებით მონაცემებს დავდებთ, წარვუდგენთ საკრებულოს, შემდეგ კი საკრებულოს გადასაწყვეტია რა შენიშვნებს შეიტანს.

რაც შეეხება სოფლის გრუნტის გზებს, ვგევმავთ, რომ ავიღოთ ლიცენზიები ადგილობრივ კარიერებზე (ანუ, სოფლებში, სადაც გვაქვს კარიერები), რომ მოვიპოვოთ იქედან ეს ინერტული მასალა. ამასთან, მოვხრეშოთ გრუნტის გზები, ამის შესაბამისი ტექნიკა გვყავს, უბრალოდ ლიცენზირების მოლოდინის პროცესში ვართ,“- განაცხადა ზურაბ ცარციძემ Topnews.com.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით ჭიათურაში, ახლო მომავალში, ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 901-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი
ჭიათურაში დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
საქართველოში ვიზიტად მყოფი, ფრანგული კომპანია პომაგალსკის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან ბუვიე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და

ამინდი