Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუჩები ქუთაისში, რომელთაც 24-საათიანი წყალი მიეწოდება

თარიღი : 13-01-2020, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავანგარდის, ვაკისუბნისა და ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებს 24- საათაინი წყალი უკვე მიეწოდებათ. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ტექნიკური სამსახურის უფროსმა მალხაზ გუნიავამ განუცხადა. მან იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ქუჩების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომელთა მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგოებით უკვე მეორე თვეა სარგებლობს.

„აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულები ჯამში მოიცავს 16 000 აბონენტს. ერთი აბონენტი სტატისტიკურად 3 კაცზე იანგარიშება, ამდენად 48 000-მდე ადამიანი უკვე სარგებლობს ქუთაისში 24 საათიანი წყლით. ამასთან, აქ შედის ქვიტირის გარკვეული ნაწილიც. რაც შეეხება კონკრეტულ ქუჩებს, სადაც მოსახლეობას უწყვეტი წყალი მიეწოდება, მათი ჩამონათვალი ასეთია:

ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეული: სულხან საბას, შევჩენკოსა და გუგუნავას ქუჩები.

ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეული: თაბუკაშვილის (თავის ყველა შესახვევით), ზაქარიაძის, თოფურიას (თავის შესახვევებით), ოცხელის, მაისურაძის, ხუნდაძის, შ.დადიანის, კ.გამსახურდიას (თავის შესახვევებით), კაკაურიძის ქუჩები.

ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული: ლომოურის, ნიკეას (თავის შესახვევებით), ჭეიშვილის (ნიკეა-თაბუკაშვილის დამაკავშირებელი) ქუჩები.

ზემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს წყალი აქამდე გრაფიკულად მიეწოდებოდათ. დილის რვა საათიდან შუადღის პირველის ნახევრამდე ჰქონდათ, რაც 21-ე საუკუნეში დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ახლა კი უწყვეტ წყალმომარაგებას მოიხმარენ,“-განაცხადა Topnews.com.ge-თან მალხაზ გუნიავამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის ქალაქის დაახლოებით 47%-ზე მეტს მიეწოდება 24 საათიანი წყალი. როგორც წყალმომარაგეობის კომპანიის ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
ძაბვის მიწოდების შეზღუდვა შეეხება სულხან-საბას გამზირს, თაბუკაშვილის, კ. გამსახურდიას, მაისურაძის, 9 აპრილის, დადიანის, ოცხელის,
ეს არის პირველი ეტაპი იმ წამოწყებული საქმისა, რომელსაც თურქული კომპანია SMK–ახორციელებს

ამინდი