Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ლუკა გოგიტაძის საერთაშორისო აღიარება

თარიღი : 13-01-2020, 11:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელმა ლუკა გოგიტაძემ საერთაშორისო კონკურსში „ახალგაზრდა ხელოვნების პრიზი“ საპრიზო ადგილები დაიკავა. კონკურსი ბრანდენბურგის მხარის, ქალაქ ერკნერის "ხელოვნების მოყვარულთა" კავშირის მიერ ჩატარდა.  ლუკამ კონკურსის ორ ნომინაციაში (მუსიკა და სახვითი ხელოვნება) მიიღო მონაწილეობა. მან უმცროს ასაკობრივ ჯგუფში (14-დან 18 წლამდე) სახვით ხელოვნებაში მე-2 ადგილი და ფულადი ჯილდო 200 ევროს ოდენობით მიიღო. მუსიკის სფეროში კი მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა (+ ფულადი ჯილდო).

„ლუკა აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში 2016 წლიდან წარმატებით მონაწილეობს. ჩვენმა უშუალო გერმანელმა პარტნიორმა "ხელოვნების მოყვარულთა" კავშირის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ზიგრიდ რიდელმა "ლაივში"  ნახეს ლუკას მუსიკალური შესრულება. შემდეგ ისინი გასულ წელს საქართველოსა და ქუთაისში იმყოფებოდნენ. ორჯერ ეწვივენენ ლევან გოგიტაძის სამხატვრო სტუდიას, პირადად გაეცნენ ლუკას მუსიკალურ შესაძლებლობებს.

კავშირის თავმჯდომარემ ლუკა წელს, შემოდგომაზე, გერმანიაში მიიწივია, სადაც მხატვართა საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. ლუკა გერმანელი მსმენელის წინაშე ქალაქ ერკნერის რატუშის (საკრებულოს შენობა) სააქტო დარბაზში დაუკრავს,"-აცხადებს გერმანისტი ნატო აბესაძე.

ახალგაზრდა ხელოვანი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა ნიჭიერი მხატვარი და მუსიკოსი უკვე მრავალი სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია. ლუკა პატარა ასაკიდან ხატავს და მისი ნამუშევრებით სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობს. ახალგაზრდა მხატვრის უნიკალური სტილი განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან. ლუკა ამასთან საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნის.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
 
 
 


ნანახია: 1070-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ახალგაზრდა მხატვარს შეხვდა და წარმატება მიულოცა.
ლუკა ქუთაისში არსებულ სპეციალიზებულ 45-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.
ქუთაისის საკრებულოს წევრები, ქალაქის პირველი არჩეული მერის ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმას მოითხოვენ. საკრებულოს წევრის გია გოქაძის

ამინდი