Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ უნდა დავაყოვნოთ ტურისტი ქუთაისში და რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის 2020 წელს?

თარიღი : 12-01-2020, 20:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რა უნდა გაკეთდეს ქუთაისსა და იმერეთში ტურიზმის განვითარებისთვის 2020 წელს? - აღნიშნულ საკითხზე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან  „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა ისაუბრა. მან ის 10 საკითხი გამოყო, რომელიც მისი თქმით, ქუთაისს უფრო მიმზიდველ ქალაქად აქცევს, ტურისტების რიცხვს გაზრდის და მათ უფრო დიდხანს დააყოვნებს ქალაქში.  
როგორც ბერეკაშვილი ამბობს, თუ ქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის პრიორიტეტებს სწორად განვსაზღვრავთ, 2025 წლისთვის ქუთაისი ტურიზმის ქალაქად გამოცხადება.

„მნიშვნელოვანია, რომ 2020  იყოს გარდამტეხი  წელი  ტურიზმის განვითარებითვის. ამას სჭირდება სწორად მუშაობა, ჯგუფების შექმნა სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც კოორდინირებას „DMO იმერეთი“ გაუწევს. ვიტყვი იმას, რომ არ არის სწორად გადანაწილებული პრიორიტეტები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები ქალაქში. ზოგადად,  ვფიქრობ რომ რა პრობლემებია ქალაქში, ამის გაგების პრობლემაც გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში 2020 წელს მოხდეს:

1.თბილისი- ბათუმის ჩქაროსნული მატარებლის ხაზზე ქუთაისის დამატება. ქალაქს სჭირდება  ჩქაროსნული მატარებელის ხაზზე ქუთაისის დამატება თბილისი-ბათუმის მარშუტზე, რომელიც უფრო მეტ ტურისტს შემოიყვანს ქალაქში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა;

2.Shuttle bus - დროული დანიშვნა ქუთაისის აეროპორტიდან - წყალტუბო-ქუთაისის მარშრუტზე.
უნდა დაინიშნოს Shuttle bus-ები აეროპორტსა და ქუთაისს შორის. ეს არის დაპირებული თემა, მაგრამ გაურკვეველია როდის გაკეთდება. ამის არარსებობა ძალიან ბევრ ტურისტს აკარგვინებს ქუთაისს;

3 ქუთაისში თემატური მარშუტების განვითარების ხელშეწყობა.
პრიორიტეტებს შორისაა თემატური მარშუტების განვითარება ქალაქში. ანუ სხვადასხვა ტიპის მარშუტებს, (რელიგიურს, კულტურულს, არქიტექტურულს, ეთნო მიმართულებისას და სხვ.) სჭირდება ორგანიზება, ეს შეიძლება იყოს დაფინანსება, წახალისება, კონკურსების გამოცხადება და ა.შ. შედეგად, ძალიან ბევრი მარშუტი მცირედი დანახარჯებით შეიძლება შეიქმნას ქალაქში. ტურისტები რომ ჩამოვლენ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში კი არ გაიქცევიან, ამ მარშუტებით დაკავდებიან. დღეს ერთ მარშუტს გაივლიან, ხვალ მეორეს და ა.შ. ამით ქუთაისში გაიზრდება ღამისთევების რაოდენობა და  დარჩენის ხანგრძლივობა;

4. ერთიანი მუზეუმ-ბარათების სისტემის დანერგვა ქუთაისის მუზეუმების და იმერეთის ტურისტული ატრაქციებისთვის.
ქუთაისში 10-მდე მუზეუმია, რომელთა შესახებ ინფორმაცია ტურისტებისთვის ძალიან მწირია. არ არის თავმოყრილი მათ შესახებ ინფორმაცია, ეს ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემა არის ის, რომ ყველა მუზეუმში ცალ-ცალკე საფასო პოლიტიკაა, ზოგან საერთოდ უფასოც არის შესვლა. საჭიროა დამზადდეს ერთი მუზეუმ-ბარათი, რომელიც აპრობირებული მეთოდია ევროპის წამყვან ქვეყნებში, ჩვენ მეზობელ თურქეთშიცაა ასეთი. ეს იქნება ერთდღიანი და სამდღიანი პაკეტები, რომელიც მოიცავს ქუთაისის ყველა მუზეუმს, შემდგომ უფრო მეტი პაკეტით  იმერეთის ყველა მუზეუმს და კიდევ მეტი პაკეტით იმერეთის ყველა ტურისტულ ატრაქციას. ანუ ტურისტი შედის ტურიზმის ცენტრში, ტურისტულ სააგენტოებში, იღებს ამ ბარათს და ამ ბარათის მეშვეობით შედის მუზეუმებში. ეს გაზრდის ცნობადობას ამა თუ იმ მუზეუმებს შესახებ და გაზრდის ვიზიტების განგრძლივობას ქუთაისში. ამასთან, შემოსავალი დარჩება ქალაქს. დღეს კი ქალაქი  ამ კუთხით ძალიან ბევრ ფინანსებს კარგავს;

5. B2B შეხვედრების სტიმულირება და ორგანიზება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ოპერატორების მონაწილეობით. B2B შეხვედრები - ეს არის უცხოელი თუ ადგილობრივი ტურ-ოპერატორებისა მოწვევა, ერთმანეთთან შეხვედრა და გაცნობა. მაგალითად ქუთაისის ტურ-ოპერატორების შეხვედრა პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის და სხვადასხვა ქვეყნების ტურ-ოპერატორებთან იმისთვის, რომ უშუალოდ გაიცნონ მათ ერთმანეთი და უფრო მეტი ტურისტის შემოყვანა შეძლონ, ვიდრე აქამდე შემოჰყავდათ.
ამასთან, ქუთაისის, თბილისის, თუ რომელიმე ქალაქის ტურ-ოპერატორი შეიძლება არ იცნობდეს კარგად ამა თუ იმ  ქვეყნის ხასიათს, თუ რა აინტერესებს კონკრეტულად ტურისტს. მან პოლონელსა და იტალიელს ერთგვაროვანი ტური არ უნდა შესთავაზოს. იტალიელს იტალიისთვის საჭირო ტური უნდა შესთავაზოს, პოლონელს პოლონეთისთვის საჭირო ტური. უშუალოდ პოლონეთშიც, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა ინტერესებია, იქაც უნდა ჩაიშალოს. ამას სჭირდება B2B შეხვედრები, რომელიც  ნიშნავს ბიზნესი ბიზნესს როცა ხვდება და უფრო მეტ ინფორმაციას იიღებენ ერთმანეთის შესახებ. ამაზეა საჭირო აქცენტირება და მუშაობა, რომ ჩვენი დონე ქუთაისში ტურ-ოპერატორების და ცნობადობა უცხოურ ბაზრებზე გაიზარდოს;

6. ქუთაისში საჯომარდო ინფრასტრუქტურის მოწყობა და საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება. დაპირებული იყო საჯომარდო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ტურიზმის ცენტრი იყო ასე ვთქვათ გარანტორი იმისა, რომ საჯომარდო ინფრასტრუქტურა მოეწყობოდა გასულ წელს. როცა ჩვენ შევხვდით მერს, მაშინ გახდა ცნობილი რომ ტურიზმის ცენტრი აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას. თუმცა, ჯერჯერობით არაა მოწყობილი. იმედი მაქვს რომ მოეწყობა, ეს აუცილებელია. პლიუს ამას, უნდა დაიგეგმოს ჯომარდობის საერთოშორისო ფესტივალის ჩატარება ქუთაისში. ეს სერვისიც უნდა შევთავაზოთ ტურისტებს;

7.პანორამული გადასახედების მოწყობა მინიმუმ 3 ლოკაციაზე ქუთაისში. პანორამული გადასახედები - ეს არის ერთ-ერთი მთავარი ატრაქცია, როდესაც ტურისტი ჩადის ამა თუ იმ ქალაქში. თუ  არის ისეთი ადგილები, საიდანაც მას შეუძლია მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა ნახოს, დაათვალიეროს ქალაქის სხვადასხვა ხედები, მაგალითად ძველი სახლები, ან სივრცეები, ამისთვის ქალაქი, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმის განვითარებაზე აწყობს სხვადასხვა პანორამულ გადასახედებს. ეს არ არის დიდ კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული. შესაძლოა ბიზნესს შესთავაზონ პირობები და თვითონ ბიზნესმა მოაწყოს იქ. მოკლედ გადასაჭრელი პრობლემაა ეს;

8.თეატრების გახსნა ექსკურსიებისთვის და ადაპტირებული სინქრონული თარგმანით აღჭურვილი სავარძლების დამატება.
გვაქვს  ძალიან კარგი დასი ოპერის დრამატული თეატრის, თოჯინების თეატრიც ახლა იხსნება, თუმცა უცხოელს  არ აქვს შესაძლებლობა დაესწროს და მის ან ნაცნობს ენაზე მოისმინოს წარმოდგენა, რომელიც ძალიან აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ტურისტების დიდი რაოდენობა ჩადის. ვფიქრობ რომ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ამ თეატრებს, რომ ადაპტირებული სავარძლები დაიდგას. პირობითად 10 სავარძელი დაემატოს ოპერის, ათი მესხიშვილს, ათი თოჯინების თეატრს და ა.შ. უცხოელი რომ ჩამოვა მოისმინოს ეს სპექტაკლი, ბილეთი იყიდოს, უფრო მეტი გაიგოს ჩვენს კულტურაზე, თეატრზე, იმ ცხოვრებაზე, რომელიც ქუთაისში ძალიან საინტერესოა. ყველამ ვიცით, რომ ქუთაისიდან დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა და ცხოვრება. ძალიან ცუდია რომ ტურისტები ამის მიღმა რჩებიან. ეს პრობლემა გადასაჭრელია.
ამასთან, უნდა შედგეს გარკვეული საექსკურსიო მარშუტები ქუთაისში არსებულ თეატრებში. ეს უნდა იყოს გარკვეულ საათებში. უნდა იცოდეს ტურისტმა, რომ მაგალითად მესხიშვილში, ამ საათზე შეუძლია შევიდეს, დაათვალიეროს, იქ სცენაზე ავიდეს, ფოტოს გადაიღს. კარგი იქნება თუ მოეწყობა კოსტიუმების ექსპოზიცია, ტურისტებმა მოირგონ ეს კოსტიუმები, ან სახასიათო როლები. თვითონაც გახალისდნენ და თავის მეგობრებიც მოიზიდონ ამ ატრაქციით;

9.ქუთაისის და იმერეთის ტურისტული მარშუტების ონლაინ აპლიკაციის შექმნა;

10.ბაგრატის არქეოლოგიური სადემონსტრაციო ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი განვითარება. ქუთაისი უნდა მოემზადოს და გამოცხადდეს ტურიზმის წლად. ჩემი აზრით 2025  უნდა იყოს ეს წელი. მოსამზადებელი ეტაპი, 5 წელი ჩვენ გვაქვს გასავლელი, სერვისი გასაუმჯობესებელია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით  უნდა დავტვირთოთ, ეს გახდის ქუთაისს უფრო პოპულარულს და შემოსავალს გაუზრდის ქალაქს,"-აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.


ნანახია: 591-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის პირველი 3 თვის ანგარიშით, ქუთაისს 1017 ტურისტი სტუმრობდა.
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდანაა.

ამინდი