Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისში ბინა უნდა მიეღო, თუმცა არ დასცალდა, სამი დღე არ ჩანდა და ბოლოს მეგობრებმა საკუთარ სახლში, საწოლში იპოვეს გარდაცვლილი,'- ამერიკაში ემიგრაციაში მყოფი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

თარიღი : 10-01-2020, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი, გულნარა წიკლაური გარდაიცვალა. ქუთაისელი შემოქმედი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სამედიცინო დათვალიერებით ირკვევა, იგი ერთდროულად ინფარქტითა და ინსულტით გარდაიცვალა.

როგორც ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, უნიჭიერესი შემოქმედი, რომელსაც 20 წლის წინათ დატოვებულ სამშობლოზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებასა და პერსონალური გამოფენის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა არ დასცალდა.

„გულნარა წიკლაური ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი იყო. იგი 20 წლის წინ ემიგრაციაში წავიდა, ნიუ-იორკში ცხოვრობდა. მის ტილოებს ამერიკაში დიდი აღიარება ჰქონდა, მის გამოფენებს არ აკლდა პროფესიონალთა უმაღლესი შეფასებები. ითვლება, რომ მან საკუთარი ხელწერა გამოიმუშავა და მთელი ეტაპი შექმნა მხატვრობაში, თუმცა ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ მის შემოქმედებას. ვიცით მხოლოდ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების მეშვეობით, რომლებიც გამოხატავენ შორს დარჩენილი ქვეყნის, ქართული საზოგადოებისადმი გულნარა წიკლაურის მგრძნობიარე და არაორდინარულ დამოკიდებულებას. ზოგჯერ ხისტად და მკაცრად, ზოგჯერ - გულისტკივილით და სევდით,ზოგჯერ-სიხარულით და მონატრებით, მაგრამ ყოველთვის-უდიდესი სიყვარულით. ის მუდამ იყო თავის მშობლიურ ქალაქში, თავის ქვეყანაში და გულწრფელად გამოხატავდა მოქალაქეობრივ სათქმელს.

ბოლო ხანებში ქალბატონი გულნარა ავადმყოფობდა. ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია. სამი დღის განმავლობაში არ ჩანდა, მოიძიეს შემდეგ მეგობრებმა და ნახეს სახლში გარდაცვლილი. 66 წლის იყო. ვიცი, რომ ოცნებობდა საქართველოში თავისი პერსონალური გამოფენა ჰქონოდა. მას ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მშობლიური სახლი ჰქონდა, რომელიც აიღეს. ახლა მის ადგილზე დიდი საერთო საცხოვრებელი შენდება და იქ უნდა მიეღო ბინა. უნდოდა დაბრუნებულიყო თავის ახალ ბინაში და მოფერებოდა ქუთაისს. სამწუხაროდ ვერ მოასწრო მშობლიურ ფესვებთან მიახლება. ის ოფიციალურად აშშ-ს მოქალაქეა, გადმოსვენება გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ამდენად, სავარაუდოდ იქ დაიკრძალება. თუმცა ჩვენ, საჯარო ბიბლიოთეკაში ვაპირებთ გავაკეთოთ მისი ხსოვნის საღამო და ამ ფორმით გამოვეთხოვოთ,“- ამბობს ნანული ცხვედიანი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბელგიაში ქუთაისელი, 27 წლის მირზა გოლეთიანი გარდაცვლილი იპოვეს.
სოფო ბობიხიძე გასული წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
შემთხვევის დროს სახლში 88 წლის თამარ ბარათაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ამინდი