Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ე.წ. მაწანწალა ძაღლ ციცოს ისტორია, რომელმაც პატრონი და თბილი სახლი იშოვა

თარიღი : 9-01-2020, 22:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებულმა ჩაის სახლმა "ფოე-ფოემ" მათთან მიკედლებულ ცუგას სახლი გაუკეთა. მათ ძაღლს ციცო დაარქვეს და ქოხი თავიანთ ობიექტთან განათავსეს.

"ალბათ ერთხელ მაინც, ყველას მოგიკრავთ მისთვის თვალი ქუჩაში.
ციცო ჩვენი ხშირი და სასურველი სტუმარია. ჩაის სახლის ყველა თანამშრომელს უყვარს.

ციცო-ეს სახელი, ჩვენ დავარქვით და ისე მოგვეწონა, სხვაგვარად ვეღარც წარმოგვიდგენია.
http://www.picz.ge/img/s3/2001/9/9/989418ed78b7.jpg
ციცოს პატრონი არ ჰყავდა, ქუჩაში ცხოვრობდა და არავინ უვლიდა, თუმცა ჩაის სახლის მენეჯერმა ციცო შეიკედლა და მისი მოვლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ეს ყველაფერი არ არის: სახლში წაიყვანა, აჭყუმპალავა (თურმე ციცო თეთრი ყოფილა, დაბანის შემდგომ გამოჩნდა), აჭამა, გაასუნსულა და მას შემდეგ ყოველდღე, ორივე ერთად ტაქსით დაკუსკუსებენ სახლიდან სამსახურამდე და პირიქით.

ციცო უზომოდ მოსიყვარულეა, არავის ერჩის და ყველა უყვარს. ახლა უკვე პატრონი ყავს, რომელთანაც ცხოვრობს და აღარაფრის ეშინია.

ციცოს ახლა სახლიც აქვს, რომელიც ჩაის სახლის მფლობელმა უზრუნველყოფო.

ყველამ ვაკეთოთ თუნდაც პაწაწინა სიკეთე და ერთმანეთს გულები გავუთბოთ,"- ნათქვამია "ფოე-ფოეს" ოფიციალურ გვერდზე.


ნანახია: 253-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მძარცველებმა ჩაის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაციის ნაწილი წაიღეს.
დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილებამ, რომელიც ჩაის სახლის ქურდობის ფაქტს იძიებს, დაკარგული ნივთები-ველოსიპედი და ორი ლეპტოპი
ქუთაისში სასტუმრო „ქუთაისის“ ყოფილ შენობაში ევაკუაცია აზომვითი სამუშაოების გამო განხორციელდა
თხი შვილი მყავს მკვდარი. არავინ სხვა მე არ გამაჩნია, ორივე თვალით უსინათლო და სოციალურად დაუცველი ვარ, სად უნდა წავიდე მითხარით?
ვალენტინობის დღესასწაულთან მიძღვნილი საღამო ჩაის სახლში 19:00 საათზე დაიწყება.

ამინდი