Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თვითნაბადი საოცრება' ვანის სოფელში-გოგირდის გეიზერი, რომელიც 100 წელს ითვლის, არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება

თარიღი : 9-01-2020, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ის, რომ გარეთ ჰაერის ტემპერატურა სულ რაღაც 10 გრადუსია, არ იგრძნობა ვანის რაიონ სოფელ დიხაშხოში. აქ არსებულ თერმული წყლის გეიზერზე მისვლა და სამკურნალო აბაზანის მიღება, ზამთრის სუსხიან დღეებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი. გეიზერში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 35 გრადუსს აღწევს. ადგილზე ყვებიან, რომ თერმული წყალი 24 საათის განმავლობაში გამოედინება, ხოლო გეიზერი პერიოდულად ახალ აუზებს იკეთებს.

გეიზერი, რომლის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტთან მისასვლელი გზა ძალიან რთულია, გეიზერს ვიზიტორები თითქმის ყოველდღე სტუმრობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი დღე მოვდიოდით გეიზერზე, ნამდვილად ღირდა აქ ჩამოსვლა. ეს არის უნიკალური, თბილი და საინტერესო ადგილი, რომელიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება,“-აცხადებენ გეიზერზე მყოფი რუსი ტურისტები.

„ვანში ბალნეოსპელეო ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივაა. ამის ნათელი მაგალითია დიხაშხოს გოგირდის გეიზერი. ეს არის ბუნებრივი სიმდიდრე. ყველა ამას გვიდასტურებს, ჩვენც ასე ვთვლით და ძალიან ვამაყობთ. ბუნებრივი ქანებიდან ამომავალი გოგირდის სამკურნალო თერმული წყალი 100 წელზე მეტია, რაც ამ სოფელში ამოედინება (გადმოცემით ასეა). ეს აუზები, რაშიც ახლა თერმული წყალია მოთავსებული, ბუნებრივი ქანებისგან არის წარმოქმნილი და აგრძელებს ამ ქანების წარმოქმნას. კონდიციაში რომ მოვიდეს აუზი, მას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება. ამიტომ ერთ აუზს ცოტა ხელოვნურად დავამატეთ, ერთი მხარე მოშენებული აქვს, რათა ეს ბუნებრივი თერმული წყალი არ დაიკარგოს. ეს წყლები არაჩვეულებრივია საყრდენ-მამოძრავებელი, გინეკოლოგიური, ცენტრალური ნერვული სისტემის, ჭარბი წონის, სოკოვანი დაავადების, კანის სამკურნალოდ და ა.შ. ეს არის ის პრაქტიკა და დადებითი რეკომენდაციები, რაც მოდის ტურისტებისგან. რისთვის ჩამოდის აქ ტურისტი? ძალიან პოპულარული იყო აქამდეც ეს ადგილი, სანამ ვანის მუნიციპალიტეტი და ჩვენი სამსახური გავავრცელებდით ინფორმაციას, მაგრამ მას შემდეგ რაც ამის შესახებ უფრო ცნობილი გახდა, ძალიან ბევრი ვიზიტორი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია სრულ რეაბილიტაციას მოითხოვს. მისასვლელი გზები მოუწყობელია და ა.შ. გეიზერის სამკურნალო თერმული თვისებების, არაჩვეულებრივი ვიზუალის გამო ტურისტები ყოველთვის კმაყოფილები მიდიან აქედან. ეს არის თვითნაბადი საოცრება, ამიტომ ყველა სეზონზე აქ ხალხია,“-ამბობს ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი.

ვიზიტორებში ობიექტის განსაკუთრებული პოპულარობის გამო, ხელისუფლებამ გეიზერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, გოგირდის გეიზერის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო. შერჩეულმა ინვესტორმა ტურისტული კომპლექსის მოწყობა და ადგილობრივების დასაქმება უნდა უზრუნველყოს. პროექტი გეიზერთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

„ეკონომიკის სამინისტრომ მოგვმართა ჩვენ თხოვნით, თუ ვიქნებოდით თანახმა იმასთან დაკავშირებით, რომ გასხვისებულიყო და ინვესტორი შემოსულიყო. ჩვენ რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ყველანაირი დოკუმენტაცია მომზადებული აქვს ეკონომიკის სამინისტროს და ველოდებით, რომ გამოცხადდეს აუქციონი,“- აცხადებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

ხელისუფლების პროექტს უკვე იცნობენ დიხაშხოში. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება სოფლის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2303-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული

ამინდი