Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პატიმარს, რომელიც ქუთაისის ციხეში 94-ე დღე შიმშილობს, ნაკერები დაუჩირქდა

თარიღი : 6-01-2020, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, პატიმარ კობა ომანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კობა ომანაძე, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს. ის პროტესტის ნიშნად 94-ე დღეა რაც შიმშილობს, მან პირიც ამოიკერა.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და როგორც მისი უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე აცხადებს, თუკი შსს-ს მაღალჩინოსნები შესაბამისს ზომებს არ მიიღებენ, შესაძლოა პატიმრის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდეს.

„მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, უჭირს გადაადგილება, პრობლემები შეექმნა თირკმელზე, საგანგაშო მდგომარეობაა. უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე, ამდენად ვერანაირ დახმარებას ვერ უწევენ, რადგან მისი ნების საწინააღმდეგო იქნება ეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პრაქტიკის მანძილზე, ამდენხნიანი შიმშილის პროტესტი, ასეთი მძიმე ფორმით, არც ერთ პატიმარს არ გამოუხატავს. მან რამდენჯერმე მიმართა შსს-ს მაღალჩინოსნებს, მოითხოვა მთავარი პროკურატურის პირებთან შეხვედრა, რა დეტალებზე სურდა მათთან საუბარი, უცნობია. სავარაუდოდ მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რისთვისაც ითხოვდა შეხვედრას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ არის უდანაშაულო, მისი მდგომარეობა ყოველდღე ხდება კრიტიკული. იცით, რომ 2 ოქტომბრიდან შიმშილობს, პირიც ამოიკერა, თუმცა დაჩირქება წავიდა და მოხსნეს ნაკერები. ამჟამად იმყოფება ვიზუალური მეთვალყურეობის კამერაში, ამდენად, ის რომ არ შიმშილობს, აბსურდია.
მოვუწოდებ ყველა უფლებადამცველს, ამასთან, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, პირადად ჩამოვიდნენ, მოინახულონ, გაერკვენ დეტალებში, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე შეიძლება ძალიან რთულად დამთავრდეს. ბოლოს და ბოლოს ადამიანის სიცოცხლეზე გვაქვს საუბარი,"-ამბობს ტუკვაძე.

ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო. პატიმარს უფლებადამცველები: ლედი ტუკვაძე და ილია ჯანელიძე იცავენ.


ნანახია: 361-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პატიმრის უფლებადამცველი დალი სულაქველიძე აცხადებს, მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ მოინახულა, რომელსაც დაზიანებებიც
მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ხშირად ავიწროებდნენ და მას ან ქვეყნის

ამინდი