Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბუჩქზე პლაკატის გაკვრისთვის გოგი წულაია 1000 ლარით დააჯარიმეს

თარიღი : 3-01-2020, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას საქმეზე იმსჯელეს. მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუჩქზე ხელისუფლების წევრების გამოსახულებით პლაკატების გაკვრისათვის სასამართლომ ის 1000 ლარით დააჯარიმა. თავად წულაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა.

"მე პროცესზეც აღვნიშნე, რომ 2011 წლის მაისში, ასე დამიჭირეს, როდესაც კედელზე დავაწერე "მიშა წადი" და დამაჯარიმეს 400 ლარით. მაშინაც, ზუსტად ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება წავიდა. ახლაც იგივე, პოლიტიკური ნების შეზღუდვისა და დაშინების მიზნით მაჯარიმებენ. ამ ხელისუფლებასაც ზუსტად ერთი წელი დარჩა. ამასთან, ზუსტად იმ ოთახში ჩატარდა დღესაც სხდომა, სადაც მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება და დამაჯარიმეს. რა წინა ხელისუფლება და რა ეს, ოღონდ ესენი უფრო მეტი ღორები არიან, ღრუტუნიები, იმან 400 ლარით დამაჯარიმა, ამან 1000 ლარი მოითხოვა. თურმე ბუჩქზე სურათების დაკიდება არის კულტურა მემკვიდრეობის ძეგლის შებღალვა, არადა გადით და ნახეთ, მერიის წინ, მათი სამსახურის მიერ როგორაა ფურცლები ხეებზე მიჭედებული. ამ დროს მე, ტოტზე წკაპით სურათის ჩამოკიდებას მედავებიან.

დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ეს არის მონების შენობა და აქ მუშაობენ მონები, რომლებიც დაკვეთვას ასრულებენ. ამ ფარსში მიმეღო მონაწილეობა? რაღაც არგუმენტები მომეყვანა, მერე ის მოიტანდა კიდევ თავის არგუმენტებს, შემდეგ წავიდოდა მოსამართლე თურმე სახლში, დაფიქრდებოდა, შეაჯამებდა არგუმენტებს და გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ამაში მონაწილეობა ჩავთვალე სისულელედ. კარგად იყავით, რაც გინდათ ის წერეთ, შემომვლებია თავზე, მაინც ვნახავ ამ ხელისუფლებას დანგრეულს. სახალხო დამცველსაც მივმართავ ( დაიდოს ფაქტი, რომ ეს იყო პოლიტიკური ჯარიმე, ზეწოლა), სააპელაციოსაც მივმართავ, ვიცი იქაც იგივე შედეგი დადგება, მაგრამ იქაც გავასაჩივრებ,"-ამბობს გოგი წულაია.

პროცესის დასრულების შემდეგ topnews.com.ge_მა ბრალმდებელი მხარეც ჩაწერა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ვამეხ ბეროძე ამბობს, რომ სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებებით იმსჯელა და გოგი წუალია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

"დასრულდა სასამართლო პროცესი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. შესაბამისად, ბატონ გიორგი წულაიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და გადაიხდის 1000 ლარიან ჯარიმას. პროცესზე მოყვანილი იყო ვიდეო-მასალა, სადაც ჩანდა ადმინისტრაციული გადაცდომა ბატონი გოგის მხრიდან,"-ამბობს ბეროძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11დეკემბერს, გოგი წულაია მოძრაობა "გაბედეს" აქცია_პერფომანს შეუერთდა. მან მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ბუჩქზე პოლიტიკოსების გამოსახულებით ფერადი ფურცლებისგან გაკეტებული სათამაშოები დაკიდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღნიშნული ქმედებისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რადგან მიიჩნია, რომ თეატრთან განთავსებული ბუჩქი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს.


ნანახია: 554-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი