Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენ ვქმნით ყველანაირ კომფორტს მომხმარებლისთვის. პოპულარობის საიდუმლო კი არის ის, რომ მომხმარებელთან თავიდან ბოლომდე ვართ მართლები,'- ავეჯის სახლი, რომელიც მხოლოდ თქვენს კომფორტზე ზრუნავს

თარიღი : 2-01-2020, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
რბილი ავეჯი, დახვეწილი დიზაინი და საოცარი ფერთა გამა - იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ავეჯის სახლ „ნიტას“ წარმატებული ისტორიის შესახებ გიამბობთ. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებლებს ორიგინალური, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის, საუკეთესო ხარისხის ავეჯის შეძენის საშუალება საუკეთესო ფასად ეძლევათ.

„ნიტას“ წარმატებული ისტორიის უკან კახაბერ ლევიძე (დამფუძნებელი) და მისი მეუღლე მირანდა ხეცურიანი (დირექტორი, დიზაინერი და პიარ მენეჯერი) დგანან. რომ არა ამ ადამიანების განსხვავებული ხედვა, დახვეწილობა და კრეატივი, "ნიტა" შეიძლებოდა ერთი ჩვეულებრივი სახლი ყოფილიყო.

„ნიტას“ განსხვავებულობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მხოლოდ ნიტას სახლისთვის მზადდება ექსკლუზიურად ავეჯი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანასთან თანამშრომლობს.
http://www.picz.ge/img/s3/2001/2/4/4a65f7e8a120.jpg
„ჩემი მეუღლე კახაბერ ლევიძე 24 წელია რაც ავეჯის ბიზნესს ხელმძღვანელობს. ეს ხდება სადღაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მას ძალიან ბევრ ქვეყანაში უწევდა სიარული და შემოჰქონდა სხვადასხვა ტიპის ავეჯი. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ დაახლოებით 2 წელიწადნახევარია გავხსენით საკუთარი ავეჯის სახლი. შემოვიტანეთ ისეთი პროდუქცია და გავაფორმეთ ისეთ კომპანიასთან (Weltew Home ) ხელშეკრულება, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს. საქართველოში ამ კომპანიის ექსკლუზივი მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ამის შემდეგ „ნიტას“ მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, ვინაიდან 4 ქვეყანას + ექსკლუზივი ბევრ ავეჯის სალონს არ აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი მასშტაბური, როგორიც დასავლეთში "ნიტა" სახლია, სხვა ავეჯის სახლი არ არსებობს. როდესაც ამ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, გადავწყვიტე რომ რეკლამის, პიარისა და დიზანის სფეროში თავად ჩავრთულიყავი. ჩავდივართ გამოფენებზე ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან და ყოველთვის, როცა ახალ დიზაინს ქმნის კომპანია, სწორედ ის დიზანი შემოგვაქვს ჩვენ საქართველოში. ექსკლუზივთან ერთად ეს არის სამარკო ნიშნის პროდუქცია, რაც აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტს.
http://www.picz.ge/img/s1/2001/2/6/6f7b0290ea5f.jpg

ექსკლუზივი კომპანიის გარდა ჩვენ ვთანამშრომლობთ სამ ქვეყანასთან. ეს არის: დუბაი, ჩინეთი და ეგვიპტე. ეს შერეული ქვეყნების ნაწარმი პირველ სართულს უკავია, მეორე სართულზე კი მხოლოდ ჩვენი პარტნიორი კომპანიის პროდუქტი, სამარკო ნიშნის პროდუქციაა განთავსებული.

რაც შეეხება ავეჯის სახლის სახელწოდებას, ჩემს შვილიშვილს ჰქვია ნიტა. ისე ვთქვით, ნიტა დავარქვათ ცოტა ხნით, შემდეგ კი სხვა სახელით შევცვალო-თქო, მაგრამ იმდენად აიტაცეს ნიტას სახელი, ისე შეერწყა ეს სახელი სალონს, ახლა სახელის შეცვლაზე ერთი წუთითაც აღარ ვფიქრობ. თან, როგორც ნიტას ვუფრთხილდები, ისე ვუფრთხილდები ჩემს კომპანიას, ისე ჰაეროვნად ვუდგები ამ ყველაფერს, არ მინდა თუნდაც ერთი ადამიანი იყოს უკმაყოფილო,“- ამბობს მირანდა ხეცურიანი.

მისივე თქმით, ავეჯის სახლი თავის ერთგულ მომხმარებლებს ფასდაკლებებითა და სხვადასხვა აქციებით ხშირად ანებივრებს. მირანდა ხეცურიანი Topnews.com.ge-ს „ნიტას“ წარმატების საიდუმლოსაც უმხელს.

„ყველა დღესასწაულზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფასდაკლება და აქციები (ფასდაკლებას + საჩუქარი). მიწოდების სერვისი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე არის უფასო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების სტანდარტს. შეიძლება ყველაფერი მაღალ ხარისხში გქონდეს აყვანილი, მაგრამ თუ მომსახურების სტანდარტი არ გაქვს მომხმარებლის შემოსვლის პირველი წუთიდან, შეიძლება ელფერი დაკარგოს ამ ყველაფერმა. ანუ, ჩვენ ვქმნით ყველანაირ კომფორტს მომხმარებლისთვის. ჩვენი პოპულარობის საიდუმლო არის ის, რომ მომხმარებელთან თავიდან ბოლომდე ვართ მართლები. ზოგადად, შემოსვლისთანავე მომხმარებელი პირველ რიგში უყურებს ვიზუალს. შემდეგ რა თქმა უნდა ვუხსნით რას წარმოადგენს ეს პროდუქციაა, საიდან გვაქვს ჩამოტანილი. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რაც გვაქვს. რაც უფრო მართალი ხარ და სიყვარულით სთავაზობ ამ ყველაფერს, ყველა დეტალში უმტკიცებ ამას მომხმარებელს, მით უფრო წარმატებული ხარ. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ნებისმიერი მომხმარებელი გყავდეს ზე-კმაყოფილი. ვიტყვი იმასაც, რომ ნებისმიერ ბიზნესში ქალი დიდ როლს თამაშობს,“-ამბობს მირანდა ხეცურიანი.

„ნიტას სახლი“ სამომავლოდ გაფართოვებას გეგმავს და მომხმარებლებს ორიგინალური, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის ავეჯით თბილისშიც გაანებივრებს.
„ჩვენ ასევე გვაქვს "ნიტა"-ს მეორადი ავეჯის ფილიალი. მშენებლობა უკვე მთავრდება და მეორად ფილიალს დიდ, ორსართულიან შენობაში განვათავსებთ. ჩვენს პარტნიორ კომპანია „Weltew Home“-თან ერთად კი ახალი წლის შემდეგ თბილისში ვხსნით ახალ, უზარმაზარ ფილიალს. ეს იქნება დიღომში, აღმაშენებლის ხეივან 1-ში. ერქმევა „ნიტა and Weltew“. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა თბილისიდან იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტეთ ჩვენი ნაწარმი თბილისსაც სჭირდებოდა.

აუცილებლად უნდა ფიქრობდე იმიჯსა და სახელზე, შენს სახეს წარმოადგენს სწორედ ეს კომპანია და სადაც შენი სახელი ფიგურირებს, სულ სხვაგვარად უნდა წარმართო ყველაფერი, მარტო რეალიზებაზე არ უნდა იფიქრო,“-ამბობს მირანდა ხეცურიანი.
http://www.picz.ge/img/s3/2001/2/e/e364636d57a1.jpg
„ნიტა“ არის ავეჯის საუკეთესო არჩევანი, სადაც ხარისხი ყოველთვის ფასზე მეტია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2019 წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების მასშტაბურ ღონისძიებაზე ავეჯის სახლი "ნიტა" წლის ავეჯის სახლის, ხოლო მისი დირექტორი მირანდა ხეცურიანი "წლის ბიზნეს ლედის" ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფასდაკლებები ავეჯის სახლში 13, 14, 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და ის სრულ კოლექციას შეეხება.
ავეჯის სახლი სხვადასხვა ქვეყნიდან (ბელგია, ჩინეთი, დუბაი, თურქეთი) ჩამოტანილი ავეჯით მარაგდება, თუმცა მომხმარებლის დაკვეთით,
კონკურსის ჟიური ფინალური შოუსთვის მონაწილეებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში (5 წლიდან 7 წლამდე; 8 წლიდან 12 წლამდე; 13 წლიდან 16
ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.
ეს ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ორმა ძმამ გადაწყვიტა საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია. ბევრი ფიქრის შემდეგ,

ამინდი