Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დედები სოფელ დიხაშხოს დედათა მონასტრიდან, რომლებიც თაფლს თავად აწარმოებენ და ტურისტებს გიდობას უწევენ

თარიღი : 1-01-2020, 22:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიხაშხოს წმ. სამების ტაძარი, იგივე „ვაშლარას დედათა მონასტერი“ ტურისტებისათვის საინტერესო ერთ-ერთ ადგილს წარმოადგენს.

მონასტერი სოფელ დიხაშხოში მდინარე სულორის ნაპირზე (რიონის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 180 მეტრზე, ვანიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

"ვაშლარას დედათა მონასტერში“ დედები შერეული ტიპის თაფლს აწარმოებენ, რომელსაც განსაკუთრებულ არომატს იქვე უხვად მზარდი ველური მცენარეები ანიჭებენ. დედები ასევე დაკავებული არიან ხელსაქმით: ამზადებენ კელაპტრებს, ქსოვენ სკვნილებს, მძივებით ქმნიან სამკაულებს, გულზე დასაკიდებელ ფსალმუნებს, მანქანაში დასაკიდებელ ჯვრებს და სხვადასხვა ნივთს, რომლის შეძენაც ყველა ვიზიტორს შეუძლია.

როგორც ვანის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, ტურისტებს გიდობას თავად დედები უწევენ.
http://www.picz.ge/img/s4/2001/2/9/90d3d951455c.jpg
"ისინი მოისმენენ ეკლესიის აგების ისტორიას, დატკბებიან ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მონასტრული ნუგბარით.

სოფელ დიხაშხოს წმ. სამების ტაძარი (იგივე ვაშლარას დედათა მონასტერი ) თარიღდება XII საუკუნით. რომელიც ნაკურთხია იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ. ნაგებია ადგილობრივი თეთრი და რიყის ქვით. ტაძარში წირვა შეწყდა 1937 წელს რეპრესიების და აღდგა 2017 წელს. ამავე წლის 30 აპრილს ეკურთხა ტაძარი და გაიხსნა დედათა მონასტერი (მენელსაცხებლე დედათა სახელზე). ტაძრის გარეთა სახე შენარჩუნებულია. ტაძრის ტერიტორიაზე ნაპოვნია საფლავები და ქვევრის ნამსხვრევები, რომელიც ტერიტორიის დასუფთავების დროს აღმოაჩინეს,"-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში.


ნანახია: 2966-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის საფარის აღდგენის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს.
ტაძრის კურთხევის საზეიმო ლოცვები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა.
ტაძარი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა(ხაჩიძე) აკურთხა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტში, რეგიონალური განვითარების

ამინდი