Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ის, რაც სამტრედიის შესახებ უნდა იცოდეთ-საინტერესო მასალები გეოგრაფების ახალ წიგნში

თარიღი : 31-12-2019, 00:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
გეოგრაფების მიერ მომზადდა ახალი საცნობარო წიგნი სამტრედიის მუნიციპალიტეტზე, რომელიც მსოფლიო ველომოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

წიგნი, რომლის ავტორებს თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი და მაგისტრანტი მედეა გოგიშვილი წარმოადგენენ, ბიზნესმენ გიორგი დალალიშვილის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

წიგნში განხილულია სამტედიის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია 1 ქალაქი, 1 დაბა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებულ ტერიტორიულ მართვის ორგანოში გაერთიანებული საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული 48 სოფელი, ყველა ამ დასახლებულ პუნქტში საინტერესო და მნიშვნელოვანი ბუნებრივი და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მდებარეობს.

წიგნი ილუსტრირებულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის შესაბამისი ფოტოსურათებით. განხილულია სოფლების სახელწოდების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია, ტრადიცია, თქმულება, ლეგენდა, სოფელში გავრცელებული გვარები, გეოგრაფიული ადგილების (მდინარეები, ტბები, მინდვრები, მთები, ხეობები, მღვიმეები) დახასიათება, ეკლესია-მონასტრების, ციხესიმაგრეებისა და სახლ-მუზეუმების როგორც ისტორიული წარსული, აგრეთვე თანამედროვე მდგომარეობა. წიგნში განხილულია დასახლებული პუნქტების გამოჩენილი ადამიანები, რომლებმაც, თავიანთი მოღვაწეობით სახელი გაუთქვეს როგორც ქალაქს, სოფელს, სამტრედიის მუნიციპალიტეტს, აგრეთვე, დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ასეული გამოჩენილი პროვნება იქნა შერჩეული, ნაშრომში რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვერ მოხვდა, წიგნის თემის სპეციფიკის გამო. მკითხველის მიერ გამოთქმული შენიშვნები და სურვილები, ამ მიმართულებით, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული შემდგომ კვლევებში.

დასახლებულ პუნქტებში შესაძლებელია რამდენიმე ტურისტული მარშრუტების მოწყობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიულ-არქტიტექტურული ძეგლების გეოგრაფიული შეფასების საფუძველზე. სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები კარგ პირობას ქმნის ამ რეგიონში ტურიზმის მოყვარულთათვის. წიგნი დააინტერესებს, როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, აგრეთვე საჯარო სკოლის მოსწალეებს, პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოგზაურებს.

წიგნი ეძღვნება მსოფლიო ველომოგზაურის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელის, გინესის 12 რეკორდსმენის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ბუნების დაცვის ელჩის, ქართული სპორტის რაინდის ჯუმბერ ლეჟავას 80 წლის იუბილეს.


ნანახია: 3089-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით
წიგნში განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და
ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი.
წიგნი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ მომზადდა.

ამინდი