Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მინდოდა ყველაფერი, ყველა საგანი მაღალ დონეზე ერთ სივრცეში მესწავლებინა, რომ ბავშვს რეპეტიტორებთან სიარული არ დასჭირვებოდა,'- კერძო სკოლა ქუთაისში, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ანალოგი არ ჰყავს

თარიღი : 25-12-2019, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
სწავლის მაღალი ხარისხი, საუკეთესო დისციპლინა, მრავალფეროვანი სერვისები, მოსწავლეების უამრავი დიპლომი და სამადლობელი წერილები-ქუთაისში არსებული კერძო სკოლა „მერმისი“ 21-ე წელია საზოგადოების ნდობას ამართლებს. მისი დამფუძნებელი და დირექტორი ლალი აბაშიძეა, რომელიც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში სკოლის დაარსებიდან დღემდე განვლილი რთული, შრომატევადი, მაგრამ წარმატებული გზის შესახებ საუბრობს.

„ჩვენი სკოლა 21-ე წელია უკვე რაც არსებობს. ორგანიზაცია 1998 წელს დავაფუძნე, რამდენიმე თვეში კი სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. იმ პერიოდში ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ბევრი რამ არ მომწონდა, რასაც ასწავლიდნენ სკოლაში. არ იყო სათანადო სიმაღლეზე უცხო ენის სწავლება, არც მათემატიკა. უფროსი შვილი შემდეგ ფიზიკა-მათემატიკურში გადავიდა, იქ მათემატიკა კარგად ისწავლებოდა, სხვა საგნები კი- ნაკლებად. მინდოდა ყველაფერი, ყველა საგანი მაღალ დონეზე ერთ სივრცეში მესწავლებინა, რომ ბავშვს რეპეტიტორებთან სიარული არ დასჭირვებოდა. ზოგადად, სკოლაში ბავშვმა აკადემიური ცოდნა უნდა მიიღოს. მე უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი მანამდე, ბევრჯერ შევხვედრილვარ ახალგაზრდებს, რომლებსაც აკლიათ ზოგადი განათლება. ზოგადი განათლება არ არის მარტო ინგლისურის, ან მარტო მათემატიკის, ან რომელიმე საგნის ცოდნა, უპირველესია ჩვენი სამშობლოს ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ენა, კულტურა, ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ეს ყველაფერი. ხელოვნებაც უნდა იცოდეს ბავშვმა და მუსიკაც. ჩვენი საკლასო ოთახები საუკეთესოდ არის აღჭურვილი, ბავშვებისა და მასწავლებლების ნამუშევრებით ერთად. ახლადგადმოსულ მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ძალიან უკვირთ, რომ ბევრგან ასეთი რამ არ ისწავლება. ჩვენთვის უმჯობესია ადამიანურად განვითარებული იყოს ახალგაზრდა, ვიდრე რომელიმე, ერთი კონკრეტული საგანი იცოდეს. თუმცა დიდი აქცენტები გვაქვს უცხო ენის მიმართულებით, დღეს ამის გარეშე შეუძლებელია. ანუ, უცხო ენა, მათემატიკა და ლიტერატურა -ეს სამი მიმართულება განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოვყავით. გვაქვს კომპიუტერული პროგრამირებაც,“-ამბობს ლალი აბაშიძე.

მისი თქმით, კერძო სკოლა „მერმისი“ ერთადერთი სკოლაა ქუთაისში, რომელიც ჯანსაღი თაობის აღზრდაზე ზრუნავს და მოსწავლეებს საცურაო აუზს სთავაზობს.

„დასავლეთ საქართველოში ჩვენ ვართ ერთადერთი სკოლა, რომელსაც საცურაო აუზიც აქვს. მოსწავლეებს ვთავაზობთ ცურვის გაკვეთილებს. ანუ, ჩვენთვის პრიორიტეტი განათლებასთან ერთად ჯანმრთელობაცაა. თუ ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიეჩვევა იმას, რომ ცურვა გახდეს, მისი ყოველდღიური ცხოვრები ნაწილი, ის იქნება ჯანმრთელი, აღარ იფიქრებს პირველ რიგში სიგარეტზე, ნარკოტიკზე და ა.შ. იქნება სპორტული აქტივობით დატვირთული. გვყავს ცეკვის ანსამბლიც „მერმისი“, ამასთან, ჩვენ, წარმატებულ მოსწავლეებს ვახალისებთ და ვთავაზობთ უფასო ექსკურსიებს,“-აცხადებს აბაშიძე.
http://www.picz.ge/img/s4/1912/25/0/044db02f4fb7.jpg
ლალი აბაშიძე Topnews.com.ge-სთან იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც პირველი აკადემიური წელი 2 მოსწავლით დაამთავრა, თუმცა იმედი არ დაუკარგავს. ბევრი შრომითა და საქმის დიდი სიყვარულით, დღეს სკოლა 160 მოსწავლეს ითვლის.

„ძალიან ბევრი შრომით, წვალებით, თავდადებით მოვედით აქამდე. უამრავი ტერიტორია გვაქვს გამოცვლილი, ნაქირავებში ვიყავით. 2005-ში ჩვენი შენობა შევიძინეთ და მას შემდეგ ყოველ წელს უფრო და უფრო ვაკეთებთ და ვალამაზებთ. გვყავს წარმატებული მოსწავლეები. შეიძლება 20 წელი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ სკოლისთვის ცოტა არაა. ჩვენი ძალიან ბევრი კურსდამთავრებული ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში, სერიოზულ საქმიანობას ეწევიან, ზოგი ამერიკაშიც გვყავს, სხვადასხვა სფეროში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობენ. არ ვართ უკმაყოფილო შედეგებით. ახლა 160 მოსწავლე გვყავს, თავიდან კი პირველი აკადემიური წელი ორი ბავშვით დავამთავრეთ. მე როცა მოვკიდე ხელი ამ საქმეს, ვიცოდი რა მინდოდა. მე თვითონ პედაგოგების ოჯახში გაზრდილი ვარ. ჩემი წინაპრებიც პედაგოგები იყვნენ, სხვათაშორის ჩემს სოფელში, ცუცხვათში, დიდმა ბაბუამ სკოლა დაარსა, ეს ყველაფერი აქედანაც მომსდევდა. მე ვიცოდი რა შრომაც მელოდა წინ, მაგრამ მიყვარდა ეს საქმე და ბოლომდე მივიყვანე,“-ამბობს ლალი აბაშიძე.

სკოლის დირექტორი სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს. მისი თქმით, სკოლამ მომავალში შესაძლოა პანსიონის ტიპის სასწავლებელი შეთავაზოს მოსწავლეებს.

„სკოლაში მიღებული განათლება მერმისში (მომავალში) უნდა გამოიყენოს ახალგაზრდამ. შესაბამისად სკოლას ეს სახელწოდება სიმბოლურად შევურჩიე. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ვფიქრობ, რომ "მერმისი" არის ადგილი, სადაც ბავშვმა, აკადემიურ განათლებასთან ერთად, ჯანმრთელობაც უნდა გაიკაჟოს, შეხვდეს ცხოვრებას მომზადებული. ჩვენ არა მარტო გამოცდებისთვის, ცხოვრებისთვისაც ვამზადებთ ბავშვებს. გვინდა ისინი იყვნენ ჯანმრთელები და განათლებულები. ჩვენი პრიორიტეტი ეს არის. მომავალში, ვფიქრობთ პანსიონის ტიპის სასწავლებელი შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას,“-ამბობს ლალი აბაშიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1157-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანი- 'ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის' პირველი ეტაპისთვის მეორე სემესტრის დასასრულამდე ჩატარდება. სამომავლოდ კი
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
სკოლის პედაგოგის კარლო ჩაჩუას თქმით, 15 კმ-ს გადით ფეხით იმის გამო, რომ სკოლაში მივიდეს და სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ცოდნა მისცეს.
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.

ამინდი