Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'24-საათიანი მუშაობა გვაქვს. წვიმა, ქარი, თოვლი არ არსებობს ჩვენთვის, არაფერი არ გვაბრკოლებს,'-ქუთაისელი დიზაინერი, რომელიც დღესასწაულებს დაუვიწყარს ხდის

თარიღი : 22-12-2019, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
შეუძლებელია ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხვდე და განსაკუთრებული დიზაინის მაღაზია Flowers Lovers-ი არ შენიშნო.  ყვავილების სალონი „Flowers Lovers“ უკვე 13 წელს ითვლის და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალონს ასობით წყვილის ბედნიერი დღე აქვს გალამაზებული.
 
"Flowers Lovers“-ის დამფუძნებელი ნათია გურეშიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -ს ყვავილების მაღაზიის 13 წლის ისტორიას უყვება.
 
„უკვე 13 წელია არსებობს Flowers Lovers-ი. ყვავილები თავიდანვე ძალიან მიყვარდა, მინდოდა მქონოდა საკუთარი ყვავილების მაღაზია. ამიტომ, როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, დავიწყე ბიზნესზე ფიქრი, ცოტა ხანში გავხსენი მაღაზიაც. თავდაპირველად მისართმევი, სადედოფლო, სარიტუალო, ყვავილების ყველანაირი კომპოზიცია მქონდა, თუმცა ბოლო ექვსი წელი აქტიურად ჩავერთე დიზაინშიც. ვმუშაობ ქორწილების, ხელის მოწერების, რესტორნების, კორპორატიული საღამოების დიზაინზე. დაბადების დღეები იქნება ეს, ხელის თხოვნა თუ სხვა, ყველაფრის დიზაინს ვაკეთებთ, სადაც დაგვიძახებენ. თითქმის ყველა დღე დაკავებული გვაქვს. ან ქორწილის დიზანი გვაქვს, ან ხელის მოწერა. შაბათ-კვირას კი ორი-სამი ცერემონიალი მაინც გვაქვს. იყო შემთხვევა ერთ დღეს სამი რესტორნის დიზაინი და სამი ხელის მოწერა გვქონდა. 24-საათიანი მუშაობა გვაქვს. წვიმა, ქარი, თოვლი არ არსებობს ჩვენთვის, არაფერი არ გვაბრკოლებს,“-ამბობს ნათია გურეშიძე. 
http://www.picz.ge/img/s2/1912/22/f/f6fafb0b149c.jpg
ქუთაისელი დიზაინერის თქმით, მაღაზია შეკვეთებს საქართველოს მასშტაბით იღებს. მისივე თქმით, 13 წლის მანძილზე არც ერთი მოხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩენილა.

„სალონის გახსნიდან მოთხოვნამ დღითიდღე იმატა. პირობითად, გასულ წელს თუ 200 ქორწილი მქონდა, წელს 250-300 მაქვს. ანუ, ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა. ძირითადი შეკვეთები ქუთაისიდან გვაქვს. თუმცა იყო შემთხვევა, როცა ბათუმშიც გვქონდა 2 ხელის მოწერა, ასევე ქობულეთსა და ანაკლიაში (ქორწილი, თავის ხელის მოწერით), რამდენჯერმე ვიყავით ზუგდიდშიც. ამდენი ხნის მანძილზე არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმე უკმაყოფილო დარჩენილიყოს.

არაერთი სასიამოვნო მოგონება შემომრჩა. მახსენდება ასეთი შემთხვევა: ახლა ნოემბერში, ერთ დღეს მქონდა სამი ქორწილი, სამი ხელის მოწერა და ერთ-ერთ ქორწილში დამხვდა ჩემი ოთხი წყვილი მექორწილე, რომელთაც გავუწყე ქორწილიც, ხელის მოწერაც, ჩემი ხელით გავუკეთე ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან შეხვედრა,"-ამბობს ნათია გურეშიძე.

ქუთაისელი დიზაინერი თავისი საქმიანობის წარმატების ფორმულასაც გვიმხელს.
http://www.picz.ge/img/s2/1912/22/6/642b7c9e0b92.jpg
„სიყვარულით მოვედი აქამდე. რომ არ მყვარებოდა ეს სფერო გამორიცხულია, აქამდე მოვსულიყავი. რომ შევხედავ რომ რაღაც არ მომწონს, არ არსებობს ისე, გულგრილად ავუარო ამას გვერდი, საქმეს ბოლომდე სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები. ამასთან მყავს კარგი გუნდი,"-ამბობს გურეშიძე.

დიზაინერი სამომავლოდ მაღაზიის გაფართოვებას გეგმავს და ამბობს, რომ კვლავაც გააგრძელებს კლიენტების 24 საათიან რეჟიმში მომსახურებას. Flowers Lovers-ი მომხმარებლებს სადღესასწაულო დღეებს მომავალში არაერთხელ გაულამაზებს.


ნანახია: 1012-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე გაიყიდება როგორც ყვავილები, ისე სუვენირები.
კონცერტზე დასწრების მსურველ პირებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ TKT.Ge-ზე და თამარ მეფის ნომერ 15-ში, ყვავილების სალონ 'Flowers
აქციის მიზანია კომპანიებმა საკუთარ თანამშრომლებს მეტი პოზიტივი, დადებითი განწყობა და სასიამოვნო სამუშაო გარემო შეუქმნან.

ამინდი