Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყოველ თვეში 5-6 ჩანთა მაინც მიაქვს თითო ადამიანს. გიჟი მომხმარებლები მყავს. მათთვის ჩანთა ყველაფერია,'-ქუთაისში ყველაზე პოპულარული ჩანთების მაღაზიის ისტორია

თარიღი : 22-12-2019, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული ჩანთების მაღაზია „Bagmania“ უკვე ოთხ წელს ითვლის. მაღაზია არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც,  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩანთების მოყვარულებს სახლიდან გაუსვლელად შესაძლებლობა ეძლევათ, ნებისმიერი მოდელის, ყველა ფერისა და ზომის ხარისხიანი და ორიგინალური ჩანთები შეიძინონ.

„Bagmania“-ს დამფუძნებელი ფატი დარსალიაა. მას ჩანთები ბაქოდან ჩამოაქვს. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში დარსალია აღნიშნავს, რომ თავდაპირვლად საიტი გააკეთა, მომხმარებლების მოთხოვნებიდან გამომდინარე კი მაღაზიაც გახსნა, რომელსაც ქუთაისში ყველა იცნობს.

„როცა ბაქოში ვიმყოფებოდი, მაშინ მოვკარი თვალი ამ ჩანთებს. გამიჩნდა იდეა საქმე წამომეწყო ამ კუთხით, მით უმეტეს რომ ბიზნესის განხრით მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი. მინდოდა ისეთი ბიზნესი გამეკეთებინა, სულ რომ მოდაში იქნებოდა და დაჭირდებოდა ხალხს, ვფიქრობ რომ სწორად მივაგენი ასეთ სფეროს. თავიდან საიტი გავაკეთე, წელიწადნახევრის შემდეგ კი, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, გავაკეთე მაღაზიაც.

თითქმის ყველა მომხმარებელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მყავს, ამასთან მაქვს ონლაინ გვერდი, „Bagmania“-ს საიტი, საიდანაც ვიღებ შეკვეთებს. არა მარტო  საქართველოდან არის მოთხოვნა, არამედ ჩანთებს ვაგზავნი ამერიკაში, იტალიაში, საბერძნეთშიც, მოკლედ, ევროპის ყველა ქვეყანაში. თანაც სისტემატიურად ხდება ეს, ახლაც გამზადებული მაქვს ყუთები გასაგზავნად.  
http://www.picz.ge/img/s3/1912/22/f/f20a7d049e4a.jpg
სულ თავიდან 25 ჩანთა ჩამოვიტანე და ერთ დღეში შიდა წრეში გაიყიდა,  შემდეგ გადავწყვიტე შიდა განვადება გამეკეთებინა, ეს სასწაული იყო ჩემი მომხმარებლებისთვის. ახლაც არ სჯერათ, რომ ასეთი მარტივია ჩემთან ჩანთის შეძენა.  მაღაზიას რომ გავავსებ, ჩათვალეთ, რომ 20 დღეში ცარიელი მაქვს,“-ამბობს დარსალია.

დარსალია Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებისთვის შიდა განვადება გააკეთა. ესაა უპროცენტო განვადება, რომელსაც მომხმარებლები ორ თვეში ფარავენ. როგორც დარსალია აღნიშნავს, აღნიშნული მასა და მის ერთგულ მომხმარებელს შორის არსებულ დიდ ნდობაზე მიუთითებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ პირველმა გავაკეთე შიდა განვადების სერვისი, რაც არც ერთ საიტს არ გაუკეთებია, იმიტომ რომ იმხელა ნდობა არ აქვთ, ვიღაცებს საქართველოს ფარგლებში პროდუქტი ფაქტობრივად „ნისიად“ გაატანონ. ჩემი მომხმარებელი კი, პირობითად, დღეს რომ აიღებს ჩანთას, ორი თვის განმავლობაში ფარავს, ნახევარ-ნახევარს იცდის. თანხას ანგარიშზე მირიცხავენ, ან გზავნილს აკეთებენ ინტერნეტ გვერდზე ნებისმიერ ბანკში. საზღვარგარეთიდანაც იგივენაირად ხდება. იმდენი წელია, რაც ეს მომხმარებლები მომსდევენ, რომ ყველას ვიცნობ და ვენდობი, ანალოგიურად არიან ისინიც ჩემს მიმართ. ჩემთან თანხას ისე ჩარიცხავენ, არც კითხულობენ, ვისთან რიცხავენ, სად რიცხავენ, როდის ჩამოუვათ, ძალიან დიდი ნდობა მაქვს. ყოველ თვეში 5-6 ჩანთა მაინც მიაქვს თითო ადამიანს. გიჟი მომხმარებლები მყავს. მათთვის ჩანთა ყველაფერია,“-ამბობს ფატი დარსალია.

ფატი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოსთან იმაზეც საუბრობს, რამაც მისი წარმატება განაპირობა.

„მე თვითონ ჩავდივარ ბაქოში, ერთი კვირა იქ ვჩერდები, ყველა მოდელს სათითაოდ ვყიდულობ, არ ვაფუჭებ ხარისხს. შემიძლია ჩინეთიდან, ან სხვა ქვეყნიდან გამოვიწერო, მაგრამ მეშინია რა ჩამომივა. მირჩევნია მე თვითონ ჩავიდე, ხარისხიანი ვიყიდო, ძვირი გადავიხადო და ძვირად გავყიდო. 70 ლარიანი ჩანთები იშვიათად ჩამომაქვს, უფრო 100 ლარიდან ზევით ვყიდულობ.

ჩემი პოპულარობა განაპირობა იმანაც, რომ BMW-კლუბის წევრი ვიყავი. მალევე  გავრცელდა ხმა, რომ Darsa-ს ძალიან მაგარი ხარისხის ჩანთები ჩამომქონდა. ახლა სადაც არ უნდა იკითხოთ, სად იყიდება Darsa-ს ჩანთები, ყველა გეტყვით, რომ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზეა. პლიუს ამას, „Bagmania“-ს სასაჩუქრე ბარათას რომ გაჩუქებენ, ეს ფაქტი ქუთაისში ყველას ახარებს,"-ამბობს დარსალია.

ქუთაისელი ქალბატონი თავის ერთგულ მომხმარებლებს ხარისხიანი, ორიგინალური და გემოვნებიანი ჩანთებით კვლავაც გაანაბივრებს.

„ამ საქმეს გავაგრძელებ რა თქმა უნდა, ამას ცოტა ხნითაც რომ შევეშვა მარტო ჩემი მომხმარებლები არ მომცემენ საშუალებას. იმ დონეზე აქტიური საიტია, ერთი დღეც რომ ჩააგდო, რამე რომ არ გააზიარო, ახალი მოდელი რომ არ დაამატო, პირადში მწერენ, როდის მიდიხარ, რას ჩამოიტან, რატომ არ დადევი და ა.შ. ძალიან აქტიური და მოთხოვნადი საიტი მაქვს. გაამართლა ჩემმა მოლოდინებმა,“- ამბობს ფატი დარსალია.
 http://www.picz.ge/img/s4/1912/22/4/4d27c6957af1.jpg
საყვარელ საქმესთან ერთად, ფატი დარსალია ცდილობს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებას დაუთმოს და იმ ოჯახებს დაეხმაროს, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
 


ნანახია: 8090-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანია 'გურმანი' 20 წელია რაც ქუთაისის ბაზარზე არსებობს. ის სამი მიმართულებით მუშაობს და 200 დასახელების პროდუქციას აწარმოებს.
საზოგადოების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობს, თუმცა მათგან ყველაზე ხშირად მაინც სამომხმარებლო სესხებს

ამინდი