Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'უნდა გჯეროდეს იმის, რასაც სთავაზობ სხვას,'-რაში ხედავს საზოგადოებასთან წარმატებული კომუნიკაციის გასაღებს პიარსპეციალისტი?

თარიღი : 20-12-2019, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
"ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, ღონისძიებების ორგანიზება, პროგნოზების გაკეთება, დაკვირვება და სიტუაციების მართვა, თითქოს შინაგანად, პატარაობიდანვე ვემზადებოდი იმ პროფესიისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ დღეისათვის საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია,"- ამგვარად იწყებს საუბარს საკუთარ თავსა და პროფესიაზე მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი ანა რაზმაძე.

თვლის, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, მის ხასიათსა და განათლებას სრულიად შეესაბამება (არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი). აქედან გამომდინარე, თავს კომფორტულად თვლის, როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურება.

კითხვაზე, რა არის საჭირო საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ეფექტურად მართვისთვის, ანა რაზმაძის პასუხი ამგვარია:

"ჩემი აზრით, საჭიროა ეფექტური კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მოსმენის კულტურა, პოზიტიური მიდგომით ორმხრივი ურთიერთობების დამყარება კომპანიასა და საზოგადოებას შორის, საჭირო ინფორმაციის სწორად განთავსების ტექნიკა და რაც მთავარია გულწრფელობა- უნდა გჯეროდეს იმის, რასაც სთავაზობ სხვას".
მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო გრაფიკი გადატვირთულია, შინ ყოველთვის სასიამოვნოდ დაღლილი ბრუნდება.

"ვმუშაობ ბევრ კომპანიასა და ადამიანთან, მაგრამ თითოეული დღე საინტერესოა ჩემთვის და ყოველთვის სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები შინ. ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია აკეთებდე იმას, რაც არ გიყვარს, მე ნამდვილად გამიმართლა ჩემს საქმიანობებში, რომელიც არის მიმზიდველი ჩემთვის, არ მბეზრდება, არ მწყინდება და რაც მთავარია, შემოქმედებითი წვის პროცესში ვივსები ენერგიით,"-ამბობს ანა რაზმაძე.

ადამიანებს, რომელთაც საკუთარ პროფესიაში წარმატების მიღწევა სურთ, ანა რაზმაძე ურჩევს, რომ არ შეეშინდეთ მარცხის და იშრომონ ბეჯითად.

"გეტყვით იმას, რასაც ჩემს თავს ვეუბნები ყოველდღე: უნდა ვიაროთ წინ, გვქონდეს დიდი მიზნები, რომელთა მიღწევაზეც თავდაუზოგავად ვიშრომებთ, არ უნდა შეგვეშინდეს მარცხის და თუ მაინც დავმარცხდით, შემდგომი წამოდგომა გამარჯვების ტოლფასი იქნება. მჯერა იმის, რომ მთავარია მონდომება, მოტივაცია და განვითარების სურვილი. ახალგაზრდებს ვურჩევ სწორად აირჩიონ პროფესია, იმუშაონ საკუთარ თავზე, თან გაერთონ, ბევრი იმოგზაურონ, იპოვონ ცხოვრების მიზანი, იოცნებონ, მაგრამ რეალისტებიც იყვნენ, უყვარდეთ გარშემომყოფები და დატკბნენ ცხოვრებით,"-ამბობს ანა რაზმაძე.


ნანახია: 1015-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიზნის მისაღწევად სულაც არ არის საჭირო ერთი უზარმაზარი და ექსტრავაგანტული ნაბიჯის გადადგმა, პატარ-პატარა და ბევრი, სრულიად
ამასთან დაკავშირებით აზრი კომპანია „LaimaLux Georgia”-ს დირექტორს, მაგდა ქაჯაიას ვკითხეთ, რომელიც “Goldwell”-ის ოფიციალური

ამინდი