Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ურთიერთნდობამ, კარგი სპეციალისტების ყოფნამ მოგვცა ის, რომ ამდენი პაციენტი გვყავს. ვეტყოდი მათ იმას, რომ საუკეთესონი არიან,’-სტომატოლოგიური კლინიკა ქუთაისში, რომელიც წლებია ლიდერობას არ თმობს

თარიღი : 12-12-2019, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალუქსი" 13 წლისაა. არსებობის 13 წლის მანძილზე კლინიკამ მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად შეძლო პაციენტების ნდობა, ერთგულება და სიყვარული დაემსახურებინა. „დენტალუქსი“ ჩვენი ქალაქის რეალობაში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკაა. წარმატებამდე მისასვლელ გზასა და კლინიკი ისტორიაზე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინე ჩხარტიშვილი გვესაუბრება.

-ქალბატონო ირინე, როგორი იყო წარმატებამდე მისასვლელი გზა და საიდან იწყება კლინიკის ისტორია?

13 წლის წინ შევიკრიბეთ სამი მეგობარი, სამი თანამოაზრე-მე, მარიკა ბარათაშვილი და ლევან ფორჩხიძე, რომლებიც სტომატოლოგიას ვემსახურებოდით, ერთი და იმავე პროფესიის ვიყავით, გვინდოდა შემოგვეტანა სიახლე ქუთაისში. შეიძლება ითქვას, რომ ამ კლინიკით პირველები ვიყავით მაშინ და ძალიან გვეამაყება, რომ დღესაც პირველები ვართ. შევისყიდეთ პატარა ფართი, იმის შემდეგ ვიზრდებით და ვიზრდებით. გავფართოვდით როგორ ფართის მხრივ, ასევე ექიმების კუთხით და ტექნოლოგიურადაც. დავიწყეთ სამი სავარძლით, ახლა კი 14 სავარძელი და 30 ექიმი გვყავს. იმ პერიოდში კი 5 ექიმი ვიყავით. არ გვყავდა ცალკე სპეციალისტები არც ერთ სფეროში. თანდათან დავამატეთ ორთოდონტი, ორთოპედი, პარადონტოლოგი, თერაპევტი, გვყავს ასევე ენტოდონტისტები, იმპლანტოლონგი, საკუთარი ყბა-სახის ქირურგი და ა.შ. მოკლედ, გავფართოვდით სპეციალიზაციის კუთხითაც.
ამასთან, ტექნოლოლოგიურად რაც შეიძლება გვქონდეს, ყველაფერი გვაქვს, არა მარტო ქუთაისის, საქართველოს მასშტაბით. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა, საკუთარი ფინანსებით, პაციენტების დახმარებით, თანამშრომლების დიდი თანადგომით მოვედით აქამდე. რაც კი ვიშოვეთ, ყველაფერი ამ კლინიკაში ჩავდეთ. შევიძინეთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც პაციენტებზე იყო გათვლილი. ამან მოგვიტანა ის, რომ დღეს ბევრი პაციენტი გვყავს. ყველაზე კარგი სტერილიზაციის პირობები ქალაქში ამ კლინიკაშია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია იმ ფაქტორებიდან, რომელთა გამოც გვენდობიან.

-კლინიკაში პაციენტთა მკურნალობისთვის გამოიყენება უახლესი აპარატურა და უახლესი მეთოდები სტომატოლოგიაში. ადგილზე ხდება ვექტორის და ლაზერის აპარატების გამოყენება, 3D რენტგენოდიაგნოსტიკა. ადგილზე მზადდება მეტალოკერამიკის, ცირკონის, უმეტალო კერამიკის გვირგვინები, ასევე ვინირები. უფრო ვრცლად მოგვიყევით ამის შესახებ?
თავიდან მეტალოკერამიკით დავიწყეთ, რადგანაც იმ პერიოდში ეს შედარებით თანამედროვე იყო. შემდეგ ეს ჩაანაცვლა ცირკონოკერამიკამ, უმეტალო კერამიკამ და ვინირებამ. შემდეგ იმპლანტები წამოვიდა, ასევე იმპლანტებზე კერამიკა და ცირკონები. ყველაფერ ამას ზუსტი დიაგნოსტიკა სჭირდებოდა. ამისთვის თავიდან 2D დიაგნოსტიკა, ახლა კი 3D დიაგნოსტიკა გვაქვს რენტგენოლოგიაში. ეს არის, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც დაავადების უფრო ზუსტად დადგენაში გვეხმარება. ეს აუცილებელია იმპლანტოლოგისთვის, ორთოდონტისთვის და ძალიან ხშირად ენტოდონტისთვისაც, რადგან, როდესაც კბილების ენტოდონტიური დამუშავება მიმდინარეობს, ჩვეულებრივი რენტგენის ფირი შეიძლება 2 ან 3 არხს აჩვენებდეს, ამ დროს 3D დიაგნოსტიკის აპარატი კი გვიჩვენებს, რომ იქ არის მეოთხე არხი ან მიმართულება აქვს სხვანაირი, ან მიკროარხია იქ უკვე და ა.შ.
http://www.picz.ge/img/s3/1912/12/0/0b3ce0462656.jpg
ამას გარდა გვაქვს პირის ღრუს თანამედროვე სკანერის აპარატი. ეს არის მათთვის, ვინც ვერ იტანს საანაბეჭდო მასის პირის ღრუში შეტანას, ზოგს დისკომფორტი აქვს. ამ აპარატის მეშვეობით კი აღარ არის საჭირო საანაბეჭდო მორგვები. ამასთან, ვთქვათ უცხოეთშია პაციენტი და ჩვენთან აქვს დაწყებული მკურნალობა, გადაღებული აქვს რაიმე და იქ აინტერესებთ, აქედან პირის ღრუს სკანერის აპარატით გადავიღებთ და გადავაგზავნით პირდაპირ. აქვე შეიძლება დაამოდილერო სკანერის აპარატის მეშვეობით, ანუ აღარ სჭირდება ლაბორატორიული ცვილი და შემდეგი ეტაპები. ყველაფერი კეთდება ამ ერთი აპარატის მეშვეობით, რომელიც ძალიან ახალი და თანამედროვეა.

გვაქვს ასევე ლაზერის და ზუმის აპარატები. ლაზერის საშუალებით ხდება როგორც არხშიდა, ასევე კბილის ირგვლივი ქსოვილების, ფრენექტომიების, სხვადასხვა ფორმის პაროდონტიტების დროს მისი სამკურნალო მიზნით გამოყენება. ამასთან, გვაქვს პაროდონტიტებისთვის ვექტორისა და პიეზოს აპარატები. ეს ყველაზე თანამედროვეა. გასულ და მიმდინარე წელსაც ჩვენმა ექიმებით აღნიშნული კუთხით აიმაღლეს კვალიფიკაცია. მიმდინარე წელს მისი დანერგვა დავიწყეთ კლინიკაში და პაციენტებიც კმაყოფილები არიან. გვაქვს ასევე ზუმით გათეთრება, რამდენიმე ტონით გათეთრება და ა.შ.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლინიკა მუშაობს გერმანული წარმოების იმპლანტებზე. "დენტალუქსში" ასევე არის ბავშვთა კაბინეტი თანამედროვე აპარატურით და ექიმი ორთოდონტით. როგორც წესი, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ბავშვებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი გარკვეულ შიშთან არის დაკავშირებული. თქვენი კლინიკის შემთხვევაში კი პატარა პაციენტებს თამამად შეუძლიათ ადგილზე ვიზიტი ხომ?
პატარა პაციენტებისთვის ჩვენ კაბინეტი გვაქვს საბავშვო სავარძლით. ძალიან ლამაზად მოვაწყეთ ოთახი მათთვის. მულტფილმებსაც უყურებენ, პატარა მონიტორი გვაქვს. თევზებიც ჰყავთ, რომლითაც ინტერესდებიან. ასევე ინგუანები გვყავს გარეთ. იციან რომ შემდეგ საჩუქრები გვაქვს მათთვის, ზოგისთვის მედლები, ზოგისთვის ბარათები. სერიოზული ადამიანებივით უდგებიან საკითხს, იციან რომ შემდგომ მოსვლაზე შეღავათები ექნებათ, ძალიან კმაყოფილები არიან. ექიმებიც ისეთები გვყავს ესაუბრებიან, ართობენ, რაღაც გამოკითხვებს უტარებენ, უყვებიან წინა პაციენტების შედეგებს. ძალიან ბედნიერები მიდიან ხოლმე პატარები, მედლებით, დიპლოებით და სიმბოლური საჩუქრებით. შემდგომში ძალიან თამამად მოდიან ხოლმე.
http://www.picz.ge/img/s2/1912/12/3/35fed21eefab.jpg
-მკითხველისთვის საინტერესო იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია კლინიკაში ყველა ტიპის სადაზღვევო ბარათის გამოყენება და მომსახურების გაცილებით მარტივად მიღება?
თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანია თანამშრომლობს ჩვენთან: ჯი პი აი, არდი, ირაო, პსპ, თიბისი დაზღვევა, უნისონი. ყველასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. გავიდა მხოლოდ იმედი L, რომელსაც საკუთარი კლინიკა აქვს, თუმცა იმედი L-ში დაზღვეულები ხშირად მოდიან, გვენდობიან, ურჩევნიათ რომ ფასდაკლება არ ჰქონდეთ, ოღონდ ჩვენთან მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება.

-კლინიკა განაგრძობს განვითარებას და პაციენტებისათვის უფრო მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზებას. ამჯერად რა სიახლეებს ამზადებთ?

როგორც გითხარით გვაქვს პიეზოს აპარატი, რომელიც თანამედროვეა, ასევე პირის ღრუს სკანირების აპარატი. უახლოეს მომავალში კი ვაპირებთ მიკროსკოპის შეძენას. აღნიშნული ექიმებისთვის უფრო კომფორტულია, თუმცა პაციენტებისაც ძალიან აინტერესებთ, როგორია მიკროსკოპით დამუშავებული კბილები. ანუ პაციენტი ნახევრად მწოლიარეა და ექიმი მიკროსკოპის ქვეშ უყურებ. ეს არის უზუსტესი.

-2018 წელს გამართულ წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალზე თქვენ დასახელდით "წლის სტომატოლოგად", ხოლო კლინიკა დენტალუქსი წლის სტომატოლოგიურ ცენტრად. რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე და პაციენტებთან ურთიერთობა?

„დენტალუქსი“-ს საუკეთესო კლინიკად აღიარება ძალიან დიდი ბედნიერება იყო კლინიკის თანამშრომლებისთვისაც. ეს რა თქმა უნდა, ყველას დამსახურება იყო. ამ სტატუეტის კლინიკაში დადება და პაციენტების სიხარულიც ერთი იყო. რომ ვამბობდით საუკეთესო კლინიკა ხართ, ხომ გამოჩნდაო? კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის და დირექტორის ლევან ფორჩხიძის „წლის სტომატოლოგად“ დასახელება კი მართლაც ეკუთვნის. ეს არის პიროვნება, რომელიც დღედაღამ შრომობს კლინიკისთვის, პაციენტებისთვის. ზოგადად კარგი პიროვნება, კარგი მეგობარი, კარგი მამა, კარგი შვილი, კარგი სპეციალისტი და საუკეთესო კოლეგაა.
http://www.picz.ge/img/s4/1912/12/8/84b2e98571c6.jpg

-და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია კლინიკა „დენტალუქსს“ ენდობიან და თქვენი პაციენტები არიან?

ურთიერთნდობამ, კარგი სპეციალისტების ყოფნამ მოგვცა ის, რომ ამდენი პაციენტი გვყავს. ვეტყოდი მათ იმას, რომ საუკეთესონი არიან. ეს პაციენტები ჩვენ დიდი ხანია მოგვდევს. როგორც ისინი გვიდგანან გვერდით, მოდიან ჩვენთან, ასევე ვუკეთებთ თანადგომას ჩვენც. ამიტომაცაა, რომ არასდროს არაფერზე არ აგვიწევია ფასი. ვაკეთებთ ხშირად ფასდაკლებებსაც. როცა ვიცით, პაციენტი მრავალშვილიანია, არ აქვს მყარი ეკონომიკური მდგომარეობა, მაქსიმალურად შევდივართ მათ მდგომარეობაში და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ. ასე მოვდივართ უკვე 13 წელი.

ესაუბრა ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლინიკაში პაციენტთა მკურნალობისთვის გამოიყენება ვექტორის და ლაზერის აპარატები, 3D რენტგენოდიაგნოსტიკა. ადგილზე მზადდება
კლინიკა მუდმივად სთავაზობს მოსახლეობას სიახლეებს და ფასდაკლებებს.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ
კლინიკის მთავარი ექიმი ბესიკ კაცაძე ამბობს, რომ კლინიკა ქუთაისში იმპლანტოლოგიის დამკვიდრებასა და უკბილობის პრობლემის მქონე

ამინდი