Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხობენ 'ქართულ ოცნებაში' ოპოზიციის ბრალდებას 14 დეკემბრის აქციაზე ხალხის იძულებით წაყვანაზე?

თარიღი : 11-12-2019, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„გოგი წულაიას საერთოდ არ უნდა მოუსმინოს არავინ,"- ასე ეხმიანება ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გრიგოლ დალაქიშვილი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის განცხადებას, რომელიც 14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილი აქციისთვის ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლაზე საუბრობს.

დალაქიშვილი ამბობს, რომ წულაიას განცხადება სისულელეა, აქციას კი ყველა ის ადამიანი შეუერთდება, ვისაც ქვეყნის წინსვლა ახარებს.

„სისულელეა ყველაფერი, რაც ბატონმა გოგიმ ბრძანა. ბრძანა რა თქმა უნდა ბრჭყალებში. არავინ არაფერს არ აიძულებს ხალხს, ეს ადამიანები თავისი ნებით, თავისი სურვილით მოდიან. ეს ხდება ჩვენი ორგანიზებით, მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნება“. მე, როგორც აქტიური მხარდამჭერი, შევუერთდები ამ აქციას სიამოვნებით. იცით, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეაჯამებაა, ამდენად შეკრებაზე იქნება ყველა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც, საჯარო მოხელეებიც, მოქალაქეებიც, ანუ ვისაც უხარია ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ყველა ადამიანი იქნება,“- ამბობს დალაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიამ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მმართველი ძალა ყველანაირ რესურს იყენებს, იმისთვის რომ "ქართული ოცნების" აქციაზე ბევრი ხალხი გამოიყვანოს.

„პირდაპირი დავალებები აქვთ მიცემული. ვისაც ტენდერები მოგებული აქვთ, ისინი ვალდებულნი არიან თავიანთი მუშახელი წაიყვანონ აქციაზე. ამასთან, რესურსცენტრს ევალება 150 კაცის წაყვანა, ბაგა-ბაღების გაერთიანებასაც ამდენივეს გამოყვანა. ერთ კაცს, რომელსაც მსუბუქი მანქანით მიჰყავს 4 კაცი, აძლევენ 70 ლიტრ ბენზინსა და 100 ლარს ხარჯისთვის. ეს ხალხის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა. არ უნდა ამ ხალხს წასვლა, მაგრამ იცით რომ შიშით ვერავინ ვერ ილაპარაკებს კამერებთან“-განაცხადა წულაიამ.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

“14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან,”-განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ.


ნანახია: 561-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის წევრები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელისუფლება ხალხის ძალას კიდევ ერთხელ იგრძნობს.

ამინდი