Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაბედე'-ს წევრებმა ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა თალაკვაძის, კობახიძის, ხუნდაძის, მხეიძის, კალაძისა და გახარიას ფოტოებით სცადეს

თარიღი : 11-12-2019, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხესთან ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გამოსახულებით სათამაშოები მიიტანეს და ნაძვის ხის გაფორმება სცადეს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ნაძვის ხის მორთვა ივანიშვილის ამ "სათამაშოებით" გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე ხის იტალიური აქსესუარებით შემკობა.

"გაბედეს" წევრებს სამართალდამცავებმა სათამაშოების ჩამოკიდების საშუალება არ მისცეს. ამიტომ აქცია-პერფომანსმა მცირე ხმაურის ფონზე ჩაიარა. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება სამართალდარღვევაა, კერძოდ ირღვევა 150-ე მუხლი, რაც მათი თქმით ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

" ნაძვის ხის მორთვა ხელისუფლებას ძალიან ძვირი უჯდება. ბიუჯეტი ზარალს განიცდის. ამიტომ ჩვენ, საკანცელარიო მაღაზიაში გუგლის და ფერადი პრინტერის საშუალებით, რამდენიმე თეთრად შევიძინეთ ეს სათამაშოები. გვინდა მათ ფული დაეზოგოთ, კვერცხებით და ცოცხებით შეიარაღებისთვის რომ მორჩეთ. ჩემი აზრით, იტალიიდან ჩამოტანილ ძვირადღირებულ სათამაშოებს ეს ხელნაკეთი სათამაშოები ნამდვილად სჯობს. რადგან ნაძვის ხის მორთვის საშუალება არ მოგვცეს, ვაპირებთ ყველა ბუჩქზე ჩამოვკიდოთ, სადაც ახლომახლო სახელმწიფო უწყება იქნება,"-ამბობს "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი მიხეილ გეგეშიძე.

"გაბედეს" წევრებმა მესხიშვილის თეატრის ახლოს მდებარე ბუჩქებზე სათამაშოები წულუკინის, თალაკვაძის, კობახიძის, ხუნდაძის, მხეიძის, კალაძის, გახარიასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გამოსახულებით უკვე ჩამოკიდეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 613-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საახალწლო ღონისძიება კინოთეატრის ფოიეში, ნაძვის ხესთან მოეწყო და იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება.
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის წინ განთავსდება.

ამინდი