Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ზუსტად ვიცი, ჩემი ქალაქის მერი ღირსეული ადამიანია. საოცრად თბილი და ბავშვივით წრფელი გული აქვს,’-ქუთაისის მერიის თანამშრომელი ქალაქის მერზე

თარიღი : 11-12-2019, 08:55 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის მოადგილე ნანა შენგელია ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ქველმოქმედების შესახებ წერს. მისი თქმით, მერი ქუთაისში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს დაეხმარა. საუბარია მცირეწლოვან ბავშვზე, რომელსაც გამოკვლევებისთვის გარკვეული თანხა ესაჭიროებოდა. შენგელიას თქმით, ქალაქის მერმა მისი მკურნალობის თანხები სრულად დაფარა.

"და დადიოდა სიკეთე ჩვენს ქუჩებში...ქუთაისი რამდენიმე დღით ოცნებების ასრულების ქალაქად იქცა...
არ ვაპირებ იმ ამბების მოყოლას, რაშიც მე პირადადაც მივიღე მონაწილეობა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთამდე მემახსოვრება ემოციები, ცრემლიანი თვალები, გაოგნებული სახეები და ბედნიერი დედები.თუმცა ამ ფაქტს გვერდს არ ავუვლი.

დღეს სალონს ვსტუმრობდი, სადაც რატომღაც ჩამოვაგდე ამ თემაზე საუბარი და უცებ გარშემომსხდომებს ღიმილმა გადაურბინათ სახეზე და მითხრეს, ეგ კეთილი ბიძიები სოფოსაც დაეხმარნენო. დავაძახებინე სოფოზე და მოყვა თავის ისტორიას. ერთ შეხვედრაზე დაიჩივლა თურმე, რომ ბავშვი ჰყავდა ავად და გარკვეული თანხა სჭირდებოდა გამოკვლევებისთვის. შეხვედრა ვახსენე, ქალაქის მერი ხვდებოდა მოსახლეობას და გაიგონა ეს საუბარი.
იქვე უთქვამს სოფოსთვის, მისამართი ჩაგვაწერინეო და მერე რაც მოხდა, ამას ალბათ განმარტება არ სჭირდება.
ზუსტად ვიცი, იმ ბედნიერ დედებს შორის არის სოფოც, რომლებსაც შვილის მკურნალობის ხარჯები სრულად დაუფარეს.

არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი ემოცია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქალაქის მერი ღირსეული ადამიანია. საოცრად თბილი და ბავშვივით წრფელი გული აქვს.

სანამ ვინმე რამეს იტყოდეთ, ან დაწერდეთ კარგად დაფიქრდით, კარგად გაანალიზეთ და ისე გადაწყვიტეთ..

მთავარი იყო სიკეთე და ეს გიორგიმ უანგაროდ აკეთა ჩვენი ლიდერის დახმარებით..

პ.ს აკეთეთ თქვენც და დაე გესროლონ ტალახი და გაიშვირონ თითი თქვენკენ, როგორც ამას არ იშურებთ ამ ბატონებისთვის..,"-წერს ნანა შენგელია სოციალურ ქსელში.


ნანახია: 804-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს. ფილიალებსა და ადმინისტრაციებში ჯამში 1 700 ადამიანია დასაქმებული.
როგორც 12 შვილის დედა მარინა დახუნდარიძე აცხადებს, ქალაქის მერი მას დახმარებას შეჰპირდა, თუმცა მოატყუა.
ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თქმით, უხარისხო პროდუქტებთან დაკავშირებით, ის ქალაქის ხელმძღვანელობას სისტემატიურად აფრთხილებდა,
ოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები
როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი