Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი 15 მილიარდამდე ლარს შეადგენს

თარიღი : 10-12-2019, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაპარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.1 მლრდ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 554.2 მლნ ლარით, ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) კი 14 432.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. გადასახდელების მაჩვენებელი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 221.0 მლნ ლარითაა გაზრდილი.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტისათვის მშპ-თან მიმართებაში 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პროგნოზებში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და შეადგენს 3 %-ს.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე“, -აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ipn.ge


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.
ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება თავიდან მოხდა, რის გამოც შესაძლოა საკრებულომ 2018 წლის

ამინდი