Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართული ოცნება’ მიზანმიმართულად მუშაობს, ქუთაისი ქალაქს აღარ ჰგავდეს და უპერსპექტივოდ იყოს’

თარიღი : 10-12-2019, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადმოვიდა და საქმიანობა ქუთაისში გააგრძელა. ქალაქისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭებას ქუთაისელები დადებითად შეხვდნენ. მათ იმედი გაუჩნდათ, რომ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა, გაჩნდებოდა დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავალი, თუმცა, 2013 წლიდან საკანონმდებლო ორგანომ, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ დაიბრუნა ძველი სამუშაო სივრცე, თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში, სადაც ბიუროსა და კომიტეტების სხდომების ჩატარება აღდგა.

2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში 2018 წლის ოქტომბერში შევიდა, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, ქუთაისში სხდომები კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ტარდება.

დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი საქმიანობას თბილისში გააგრძელებდა. იგი ამბობდა, რომ პარლამენტის ქუთაისში მუშაობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, ის გვპირდებოდა, რომ შენობას ფუნქციის გარეშე არ დატოვებდა და აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბი მოეწყობოდა.

პროტესტის მიუხედავად, 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი დედაქალაქში გადავიდა. მას შემდეგ დაახლოებით ერთი წლის თავზე, 29 ნოემბერს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ და დაკონსერვების სამუშაოები დაიწყეს. ისინი შენობაში არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

იმისთვის, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შენარჩუნებოდა, ქალაქში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და მედიის სფეროს წევრებმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ღია წერილითაც კი მიმართეს. შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობაც „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“, რომელიც პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად აქტიურად იბრძვოდა და დღემდე იბრძვის.

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ეკა ფხაკაძე ამბობს, რომ აღნიშნულ შენობაში პარლამენტის გარდა სხვა ალტერნატივას არ განიხილავს.

„მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა პროპორციულ არჩვენებზე, მე ვთქვი, რომ ეს არ არის პირველი გადაგდება, რომელიც ივანიშვილმა განახორციელა. ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს, ბიძინამ გადააგდო ქუთაისი და ქუთაისელები, როდესაც დაპირების მიუხედავად მან გადაიტანა პარლამენტი თბილისში. ზუსტად ისე, როგორც ახლა, დღეს, მთელი საქართველო შეურაცხყოფილად გრძნობს თავ. ესე გრძნობს ერთი წლის მანძილზე ქუთაისი. დაკონსერვებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს მათი დაკონსერვებული აზროვნების ნიშანია. ვერაფერს ვერ ფიქრობენ, ან არ ფიქრობენ. პრობლემაა ისიც, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც იქ მუშაობენ, ახალი წლიდან სავარაუდოდ უმუშევრები დარჩებიან, თუმცა ვერ საუბრობენ ამაზე კამერებთან. ამაზე საუბრობენ პრივატულად, კამერების გარეშე, რატომღაც ეშინიათ. მაგრამ ჩვენი მოძრაობა საერთოდ არ განიხილავს ალტერნატივას ამ შენობისთვის პარლამენტის გარდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, ეს არის სწორი გზა საქართველოს განვითარებისთვის და ქუთაისისთვის,“- ამბობს ეკა ფხაკაძე.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოების დაწყება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს და „ქართული ოცნების“ ოფისი სიმბოლურად დააბოქლომეს. ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტის დაკონსერვებით ხელისუფლებამ მთელი ქუთაისი და საქართველო დააკონსერვა.

„პარლამენტის შენობის დაკონსერვება პირველ რიგში ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი თაღლითი და მატყუარაა. ის ხალხს ჰპირდებოდა, რომ პარლამენტის შენობაში რაღაც სახელმწიფო სტრუქტურები დაიწყებდა ფუნქციონირებას, თუმცა კიდევ ერთხელ მოატყუა ქუთაისელები. მან არა მარტო პარლამენტი, ქუთაისიც დააკონსერვა, ახლა კი გადასულია საქართველოს დაკონსერვებაზე. ამდენად, რუსეთის, პუტინისა და ჟირინოვსკის ოცნების ასრულება ( საქართველო ქართველების გარეშე), ივანიშვილს უკვე დაწყებული აქვს. თუმცა ქართველ ხალხს არაერთი გასაჭირი გაუვლია, ამდენად, სანამ ივანიშვილი პუტინის სურვილს შეასრულებს, ქართველი ხალხი გაისტუმრებს მას,“- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია კი ხელისუფლებას იმ მილიონებით გადაყრილ თანხას ახსენებს, რაც მიტოვებული პარლამენტის შენახვაში იხარჯებოდა.

„ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული უგუნური ნაბიჯი. უპასუხისმგებლობა ამ ქალაქისა და მოქალაქეების მიმართ. როგორ შეიძლება ის შენობა დააკონსერვო, რომელშიც ამდენი მილიონია გადაყრილი. ამას აკეთებ იმის გამო, რომ არ გინდა ქუთაისში ცხოვრება, თბილისიდან 250 კილომეტრში ცხოვრება, გინდა მაინცდამაინც თბილისი. ამიტომ ატან წყალს ამდენი ლარის ქონებას, ქალაქის სტაბილურობას, გადარჩენას. მერწმუნეთ, აუცილებლად მიიღებენ შედეგს. დატეულიყვნენ ქუთაისში და ამხელა პრობლემები არ იქნებოდა, არ დაეტიენ? ახლა რო წაიტეხავენ კისერს მერე მიხვდებიან, რომ ევლოთ ქუთაისში იგი ჯობდა, ვიდრე ის რომ ნელ-ნელა ყველაფერი დაეკარგათ,“-ამბობს წულაია.

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე კი იმ სახელმწიფო უწყებებზე საუბრობს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს წაართვა და კვლავ თბილისში გადაიტანა. მისივე თქმით, პარლამენტის გადატანა ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მმართველ გუნდს ქუთაისის მიმართ.
„იცით რომ გარდა პარლამენტის შენობისა, მიტოვებულია მთავრობის სახლი, აუდიტის სამსახური, რომელიც სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, ასევე სემეკის შენობა, სადაც ახლა სულ სხვა რაღაცაა გაკეთებული და ა.შ. თუმცა, პარლამენტის დაკარგვით ქუთაისელები ახლა ყველაზე კარგად აცნობიერებენ, რამხელა მიღწევა გავუშვით ხელიდან. ამის შემდეგ ყოველი დაპირება „ქართული ოცნების“ მხრიდან ფუჭია. ისინი აკონსერვებენ ყველაფერს. თუკი რაიმე შეიძლებოდა ქუთაისში ყოფილიყო, ყველაფერი გადადის დედაქალაქი. ვიღაც შეიძლება ამ ფაქტებმა გააკვირვოს, მაგრამ მე, პირადად არ მიკვირს, რადგან ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მუშაობს, ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავდეს და უპერსპექტივოდ იყოს,“- აცხადებს დავით გოგისვანიძე.

ქალაქის პერსპექტივის გარეშე დარჩენასა და ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობაზე საუბრობს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე. იგი მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

„რამდენიმე თვის წინ პარლამეტის შენობას საპოლიციო ჰაბის ფუნქცია მოუძებნეს თითქოს, დღეს კი ვხედავთ რომ აკონსერვებენ. მათ ყველა ქმედებაში განსახიერებულია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ერთ დღეს შეუძლია თქვას რაღაც, მეორე დღეს გადათქვას. ქვეყანაში რა არეულობასაც ვუყურებთ, ყველაფერი ივანიშვილის შემოქმედებაა, პირადად მისი პასუხისმგებლობაა. სწორედ მან დატოვა ქუთაისი ყოველგვარი ფუნქციის გარეშე, ვითომ ალტერნატივას უძებნიან ახლა ტექნოლოგიური უნივერსიტეტით, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პროექტი ბლეფია. ტექნოლოგიური უნივერსიტეტით ქუთაისი ვერანაირ წინსვლას ვერ იგრძნობს. „ქართულმა ოცნებამ“ გაწირა ქუთაისიც და მთელი საქართველოც,“- აცხადებს კიკვაძე.

ქუთაისელებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გადატანით მიყენებული დანაკლისის შევსებას ხელისუფლება ახალი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტისა და ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხნის პროექტებით ცდილობს. მოქალაქეები კი ხელისუფლების მიერ გაცემულ დაპირებებს ასე პასუხობენ: „რაც რეალური იყო, ის წაგვართვეს. ხოლო, რასაც გვპირდებიან, ის ჯერ არაა რეალური“.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტ კოლეგებს განუცხადა, რომ მათ ქუთაისში მდებარე
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით ხელისუფლება ცდილობს, ქუთაისს სოციალური სტატუსი და როლი წაართვას.

ამინდი