Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელი მამაკაცი, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, 36 წლის თუთიყუშ პეტოსა და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მარტო ცხოვრობს და კაკლის ხეებს უვლის

თარიღი : 10-12-2019, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დავით ცანავას შესახებ გიამბობთ. 37 წლის მამაკაცი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის, ფონას ბოლო მოსახლეა. იგი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, 36 წლის თუთიყუშ პეტოსა და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მარტო ცხოვრობს.

„მე ვარ ბოლო მოსახლე ამ სოფელში, პრაქტიკულად ტყეში ვცხოვრობ. მყავს ერთი ნაგაზი გურჯი, პანჩო, მეორე აგერ ბიგლი, მონადირე გონჩი და გერმანული ჯიშის დრათხარი. სოფელში დროს მხოლოდ ზაფხულობით ვატარებდი, როცა ბებია-ბაბუასთან დასასვენებლად ჩამოვდიოდი. ბავშვობის ოცნება და წინაპრების სურვილი, მქონოდა ამ ულამაზეს ხეობაში საკუთარი მეურნეობა, მესამე წელია რეალობად ვაქციე. ქალაქიდან სოფელში გადმოვსახლდი, მამაპაპისეული, თითქმის ორსაუკუნოვანი სახლი აღვადგინე, მიწები დავირეგისტრირე და კაკლის ნერგები საკუთარი სახსრებით გავაშენე. 800 ძირი ჩანდლერის ჯიშის ნერგი იტალიიდან გამოვიწერე,“-ამბობს დავით ცანავა.

გაეცნო ლიტერატურას, შეისწავლა მოვლის, დამყნობისა და მოსავლის მიღების სპეციფიკა. მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმა, მაგრამ ამბობს, რომ მუშახელი ჭირს და ძირითად სამუშაოს მეგობართან ერთად თავად ასრულებს.

„რადგან მაღალმთიანი რეგიონია, აქ იცის ძალიან დიდი თოვლი, თითქმის 2 მეტრამდე, ასეთი თოვლი 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც უწევს, ამიტომ ორმაგი წვალება გვიწევს, ვამონტაჟებთ სარებს და ჟგუტებით ვაკრავთ. წამლობა 6-ჯერ ტარდება, მოთოხვნა სჭირდება ამ ნერგებს, ამასთან კირით შესათეთრებელია, მალამო უნდა წაუსვა ჭრილობებზე, როცა ზედმეტი ტოტები მოშორდება, აქედან შემდეგ ერთი ლიდერი დარჩება, რომელსაც გავუშვებთ სიმაღლეში. კაკლის ნერგების მოვლა შრომატევადია, ორწელიწადში პირველ მოსავალს ვიღებ,“-ამბობს ცანავა.

მაღალმთიანში მცხოვრების სტატუსის შეღავათებით სარგებლობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მის ბიზნესზე. ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოოდ, რეალიზაციისთვის, ჩურჩხელების დამზადებას და საზღვარგარეთ გატანას ფიქრობს.

„მუხრანში იხსნება დიდი გადამამუშავებელი ქარხანა, ნიგვზის ჩასაბარებელი პუნქტის. თან მათ, სადღაც 200 ჰექტრამდე აქვთ ტერიტორია და აშენებენ ნიგოზს. ალბათ, იქ იქნება ცენტრალური ჩასაბარებელი პუნქტი. ვფიქრობ, რომ ნიგვზით ვაწარმოოთ პროდუქცია, ჩურჩხელების სახით და საზღვარგარეთ გავიტანოთ,“-ამბობს ცანავა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სახლამდე მისასვლელი გზა თითქმის თავიდან აღადგინა. მომავალშიც მათი თანადგომის იმედი აქვს. მეურნეობისთვის სარწყავი სისტემის არარსებობა დიდ პრობლემებს უქმნის.

„აღმართში ამომყავს წყალი და ვრწყავ დაღმართში, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს. მიწევს თითოეულ ნიგოზთან სათითაოდ მისვლა და შლანგით მორწყვა. ეს არის ძალიან შრომატევადი. ვინც იცის ბაღის საქმე, მიხვდება რა შრომასთან არის ეს დაკავშირებული. ძალიან კარგი იქნებოდა სარწყავი სისტემა გვქონოდა, ამას თუ გაგვიკეთებენ ძალიან მადლიერები ვიქნებით,“-ამბობს დავით ცანავა.

„ძალიან ბევრი შემიძლია დავით ცანავაზე ვისაუბრო. მე მას, პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. რამდენიმე წლის წინ, ის მის დედულეთში, მაღალმთიან სოფელ ფონაში ჩამოვიდა და დაიწყო ბაღების გაშენება. 800 ძირი კაკლის ნერგი აქვს უკვე გაშენებული, საოცარი სანახაობაა. ჩვენ, პირველ რიგში მას გავუკეთეთ მისასვლელი გზა, რომელიც ძალიან პრობლემატური იყო. ახლა გვინდა, მას სარწყევი სისტემებით დავეხმაროთ,“-ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე.

დავით ცანავა, ფონას უმშვენიერესს ბუნებაში, სოფლის განვითარებაზე ოცნებობს. ბევრი გეგმები და დიდი იმედები აქვს. ფიქრობს, რომ მისი მაგალითი ახლაგაზრდებისთვის სტიმული იქნება, ქალაქისკენ აღარ წავლენ და სოფლის განსავითარებლად გვერდით დაუდგებიან.


ნანახია: 704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დვალიშვილი 30 წლის განმავლობაში ქალაქის მთავარი მხატვარი იყო. ბოლო დროს კი კერძო საქმიანობითაა დაკავებული და ცდილობს საკუთარი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და სოფლის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას
ცაგარეიშვილის თქმით, ის პირველ რიგში იმუშავებს იმ საკითხების მოგვარებაზე, რომელიც გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნო დაპირებებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მგლების შემოსევას ებრძვიან.
გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2

ამინდი