Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის გადასახადს

თარიღი : 10-12-2019, 08:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბიუჯეტში ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი შემცირდა, დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი კი გაიზარდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 4 340 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 55%-ით ნაკლებია. 2018 წლის 9 თვეში ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან 5%-იანი გადასახადი ბიუჯეტში 9 573-მა ადამიანმა გადაიხადა.

გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის კლების ფონზე, შემცირდა ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში ბიუჯეტში 33 167 448, 7 ლარი შევიდა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 9 286 910,7 ლარი.

ცნობისათვის, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრებოდა. "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" მიხედვით კი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იჯარის გაცემით მიღებული შემოსავლების დეკლარირებას და გადახდას აღარ ახორციელებს ფიზიკური პირი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, 2019 წელს "ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები" იბეგრება გადახდის წყაროსთან და ამ ნაწილში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი საბიუჯეტო შემოსულობებში აისახება "დამქირავებლის მიერ დაკავებულ საშემოსავლო გადასახადში".

დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი კი 2019 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის გაზრდილი. 2019 წლის 9 თვეში გადამხდელთა რაოდენობამ შეადგინა 66 591, ბიუჯეტში შესულმა თანხამ კი 2 292 355 603 ლარი. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გადამხდელთა რაოდენობა შეადგენდა 66 376-ს, გადახდილი გადასახადი კი 2 156 337 909 ლარს.

bpn.ge


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც განათლების სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მეცამეტე ხელფასის
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.

ამინდი