Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კომპანიის დირექტორი არ მალავს, რომ სულ ერთ ადგილზე ჰკიდია, თუ ვინმე დააპირებს სამსახურიდან წასვლას, რაიმე პროტესტის ნიშნად. კონსულტანტები და მოლარეები არარაობად მიაჩნია და არც კი ესალმება,'-რა პირობებში მუშაობენ 'მინისო'-ში დასაქმებულები?

თარიღი : 9-12-2019, 17:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იაპონურ მაღაზიათა ქსელის „მინისოს“ პროდუქციის 95% ჩინეთშია დამზადებული, ხოლო ადმინისტრაცია მომხმარებლებს არასწორ ინფორმაციას აწოდებს-ამის შესახებ ინფორმაციას „მინისოს“ ერთ-ერთი თანამშრომელი ავრცელებს. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები დასაქმებულებს აიძულებენ, მომხმარებლებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, თითქოს პროდუქტი იაპონურია.

მინისოს კონსულტანტი იმ მძიმე სამუშაო პირობების შესახებაც წერს, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა.

„მოლარეს, რომელსაც 12საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს, გამოყოფილი აქვს შესვენებისთვის 1 საათი, რაშიც შედის მოწევა და საპირფარეშოში გასვლაც. თუ მთელი დღის განმავლობაში გახვედი საპირფარეშოში, მაგ; სამჯერ, ეს დრო იმ ერთი შესვენების საათიდან გაკლდება. ალბათ უნდა მოითმინოს.

კონსულტანტებს კი 9- საათიანი სამუშაო განრიგი აქვთ (აქაც შესვენება-1 საათი). დავუშვათ, თუ შესვენებაზე გადაგიცდა რამოდენიმე წუთი, მენეჯერს აქვს თურმე უფლება ღმერთისგან, რომ მთელი დღე გამუშაოს (ანუ ის დრო, რომელიც არ შედის შენს სმენაში)“- წერს „მინისოს“ კონსულტანტი, რომელმაც აღნიშნულ კომპანიაში 2 წელი იმუშავა.
პრობლემები იქმნება ხელფასის აღების დროსაც. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხელფასი, ხშირ შემთხვევაში დაგვიანებით ერიცხებათ. ამასთან, კუთვნილ თანხას დანაკლისების საფასურსაც აჭრიან და კონსულტანები უმეტესად ხელფასის ნახევარს იღებენ.

„მაღაზიაში წელიწადში ერთხელ ტარდება აღწერა, რაც სრულიად აბსურდულია. აღწერა უნდა ტარდებოდეს 6 თვეში ერთხელ მაინც. გამოთვლილი დანაკლისები აკლდება მთელ სტაფს, როგორც ხელფასიდან, ისე ბონუსიდანაც, რაც არც თუ ისე პატარა თანხებთანაა დაკავშირებული და ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. ანუ კუთვნილი 500 ლარიდან შესაძლოა თანამშრომელმა 300 ლარი აიღოს. ისეც ხდებოდა, რომ მთლიან დანაკლის გაუფრთხილებლად გვაჭრიდნენ. მომხმარებელს ვაიძულებდით მისივე გატეხილი ნივთის ყიდვას, თუ არ ყიდულობდა ამ ნივთის საფასურის გადახდა გვიწევდა ჩვენ. რაც შეეხება ხელფასს, შეთანხმების მიხედვით, ხელფასი უნდა დარიცხულიყო თვის პირველ რიცხვში, შემდეგ ხელშეკრულებაში ჩაიდო რომ 5 რიცხვამდე ჩაირიცხებოდა, მაგრამ ხელფასი ხშირ შემთხვევაში გვიან გვერიცხებოდა,“- წერია „მინისოს“ ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქით, კომპანიის მიერ შექმნილი მერჩენდაიზერის ჯგუფი თანამშრომლებს ხშირად აჯარიმებდა. ჯარიმები კი ვრცელდებოდა დაგვიანებებზე, ფრჩხილის სიგრძესა და ფრჩხილის ლაქის ფერზე, თმის შეკვრაზე, უმაკიაჟობაზე, ღიმილზე (თუ რომელიმე მომხმარებელს არ გაუღიმე და გამოგრჩა) და ა.შ. ამდენად, მერჩენდაიზერი თავისი მოვალეობების შეესრულების მაგივრად ( მაღაზიის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა) ძირითადად ჯარიმების წერასა და გამოჭერებზე იყო კონცენტრირებული.
„მერჩენდაიზერების ჯგუფს ევალება ქსელში პროდუქციის განლაგების კონტროლი. ანუ მაღაზიაში სად და როგორ უნდა ელაგოს პროდუქცია და როგორ უნდა გაფორმდეს. მინისოში კი მერჩენდაიზერს ევალება: თანამშრომლების ფრჩხილების კონტროლი(რა ფერის ფრჩხილის ლაქი უსვია და რამდენ სანტიმეტრზე აქვს გაზრდილი ფრჩხილი), თმა შეკრული გაქვს , თუ გაშლილი ( ნაწნავს არ გითვლიან შეკრულ თმად).

„მინისო“-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აუცილებელი მოთხოვნაა დრესკოდის დაცვა, რაშიც შედის: მინისოს თეთრი მაისური (რომელსაც წელიწადში ერთ ცალს გვაძლებენ, რეალურად კი სეზონების მიხედვით გვჭირდება, იმიტომ რომ ზამთრის მაისურებს მკლავებს ვაჭრიდით ზაფხულის სეზონზე და ალბათ ხვდებით წელიწადში ერთხელ გამოცვლილი თეთრი მაისური, უკვე სხვა ფერია და რთულია კვირაში 6 დღიანი სამუშაო დღის განმავლობაში ერთი მაისურით იარო), წინსაფარი, ლურჯი სადა ჯინსი და აუცილებლად, თეთრი ფეხსაცმელი (კეტი ან ბოტასი). ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანამშრომლებს აქვთ უფლება მოითხოვონ ფორმა. ჩვენ კი მხოლოდ წინსაფრებსა და მაისურს გვაძლევდნენ, დანარჩენს კი გვაიძულებდნენ გვეყიდა. თუ, მაგალითად, წინა საღამოს გარეცხილი ფორმა, ან ფეხსაცმელი არ გაგვიშრა, მეორე დღეს მისულები ვჯარიმდებით, რაც მოისაზრებს ხელფასის 5%-ს. ხელშეკრულებაში ჯარიმების პუნქტის ჩადებამდე კომპანია ჩვეულებრივად აჯარიმებდა თანამშრომლებს, რაც სრულიად უკანონოა. გვექცეოდნენ, როგორც მონებს, მომხმარებლის წინაშე გვაძლევდნენ შენიშვნებს, როცა თვითონ არ სმენიათ არაფერი ეთიკის ნორმებზე,“- წერს კონსულტანტი.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დასაქმებულის მიზანდასახულობასა და მონდომებულობას, ისინი თავიანთ ნათესავებსა და ახლობლებს აწინაურებდნენ. ამდენად კომპანიისთვის, პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა კარგი თანამშრომლის განთავისუფლება.

„კომპანია იტოვებს უფლებას გაათავისუფლოს თანამშრომელი მაშინაც კი, როდესაც ის არის ბიულეტინზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ „HR“-ს უბრალოდ არ სჯერა შენი ბიულეტენის. ასევე სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებების გარეშე არარელაური მიზეზის , ან უბრალოდ პირადი დამოკიდებულების გამო გაგათავისუფლოს სამსახურიდან“- წერს „მინისოს“ თანამშრომელი.

ამასთან, კომპანია ხშირად არ აძლევს კუთვნილ შვებულებაში გასვლის უფლებას თანამშრომლებს, მხოლოდ იმიტომ რომ „ახლა მაგის დრო არ არის“.

„არ არსებობს არანაირი მოტივაცია იმის რომ ამ კომპანიაში განვითარდე. ყველა მხრიდან მოდის ნეგატივი და უკმაყოფილება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაქსიმუმზე მეტს აკეთებ. არავინ არასდროს არ შეგაქებს. თავად კომპანიის დირექტორიც არ არის ორიენტირებული სტაფის შენარჩუნებაზე და მხოლოდ ერთი დამოკიდებულება აქვს, რომელსაც ძალიან თამამად აჟღერებს თათბირებსა და შეხვედრებზე, რომ სულ ერთ ადგილზე ჰკიდია ,თუ ვინმე დააპირებს სამსახურიდან წასვლას, რაიმე პროტესტის ნიშნად. კონსულტანტები და მოლარეები არარაობად მიაჩნია და არც კი ესალმება.

არ ჩაყოთ მინისოს ჭაობში თავი. არ არის ეს კომპანია ისეთი, როგორიც შორიდან ჩანს,“- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია კამპანია "არა მონობას" გვერდზეა გავრცელებული.

შეგახსენებთ, რომ „მინისო“ საქართველოში 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა და მომხმარებლებს დღეს უკვე 14 ფილიალში მასპინძლობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ის მოთხოვნებია, რომელთა გამო კომპანიის 70-მდე თანამშრომელმა სამუშაოს
200-მდე ადამიანი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

ამინდი