Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბეწვის ხიდი', რომლითაც ხარაგაულის 5 სოფლის მოსახლეობა რაიონულ ცენტრს უკავშირდება

თარიღი : 9-12-2019, 16:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იმ "ბეწვის ხიდის“ შესახებ გიამბობთ, რომელიც მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ბონდის ხიდი სოფელ ბაზალეთსა და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი უკვე მრავალ წელს ითვლის, ამჟამად ფიცრები აყრილი, მოაჯირები კი შესაკეთებელია. საცალფეხო ხიდი განსაკუთრებულ საფრთხეს ზამთრის პერიოდში წარმოადგენს. როგორც მოქალაქე თეა ტალახაძე ამბობს, ფეხი რომ გაგიცურდეს, უეცრად ჩხერიმელაში აღმოჩნდები.

„4-5 სოფელი დადის ამ ხიდით, ისე რაიონში ვერ მოხვდები. ხიდი ძალიან დიდი ხნისაა, წინა საუკუნეებშიც ასე გამოიყურებოდა. ჩემი ბავშვობიდან ამ ხიდის დანგრევაც მახსოვს, ადიდებული მდინარე ზემოდან რომ გადადიოდა ისიც, ჩატეხილი ფიცრებიც, ასკინკილით რომ გავდიოდით გაღმა მხარეს, ხიდიდან ჩავარდნილი დიდიც და პატარაც, თუმცა მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ჯერ არავის უფიქრია ახალი ხიდის მშენებლობაზე.  
ხიდი ბოლოს 2013 წელს შეაკეთეს, სულ განაახლეს. ამის მერე ხელი არავის მოუკიდებია. გვერდები სულ გამოღრუტნული აქვს ჯებირს. ფიცრები ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია, დამპალია, ფეხი  რომ დაგიცდეს, ჩავარდები ჩხერიმელაში. საკმაოდ  სახიფათოა. დილით ბავშვები სკოლაში მიდიან, ამ ხიდით სარგებლობენ, სხვა მცხოვრებლებიც ამ ხიდზე გადადიან-გადმოდიან, განსაკუთრებით ზამთარშია საშიში. როცა იყინება საკმაოდ დიდი დაქანება აქვს, კი გაუკეთეს საფეხურები, ვინმეს ფეხი რომ არ დაცდენოდა, მაგრამ ეს საფეხურებიც ცალკე პრობლემაა, მძიმედ სასიარულოა. რამდენიმე დღის წინ სოფლის გამგებელი იყო  მოსული და სადაც  ძალიან იყო ჩატეხილი ფიცრები და საშიში იყო ვინმეს ფეხი რომ არ ჩავარდნოდა და  მოტეხოდა, იმ ადგილებს თავისი, სახლიდან მოტანილი ფიცრებით კერავდა,"-ამბობს თეა ტალახაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხიდს რეკონსტრუქცია 2020 წელს ჩაუტარდება. პროექტი უკვე მზადდება და მიმდინარე კვირაში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც ცნობილი გახდება.
 
 


ნანახია: 358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხიდი მოსახლეობას სახნავ - სათესს მიწებთან და საძოვრებთან აკავშირებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ადგილზე გაეცნო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგნის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.

ამინდი