Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელში, მდინარეში გაუჩინარებულ 32 წლის მამაკაცს წყლის სკანერით ეძებენ

თარიღი : 9-12-2019, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში, მდინარე რიონზე 29 ნოემბერს დაკარგულ, 32 წლის ალექსანდრე ნადირაძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ალექსანდრე ნადირაძე, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს, სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.

ადგილზე, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

"29 ნოემბრიდან დღემდე, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს დამატებით სპეციალური აპარატურა ჩამოიტანეს ე. წ წყლის სკანერი. ვიმედოვნებთ, რომ სპეციალური აპარატურით სამძებრო სამუშაოები უფრო ეფექტური იქნება და დაკარგული 32 წლის მამაკაცი დროულად იქნება მოძებნილი,"-ამბობს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია.


ნანახია: 200-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში სოფლის მოსახლეობა, მაშველები და პოლიცია 76 წლის მამაკაცს ეძებენ.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში მეექვსე დღეა 28 წლის ამირან ბარბაქაძეს ეძებენ.

ამინდი