Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

" რა უნდა მოვუწოდო ხელისუფლებას? მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ეს მთავრობა მოიყვანა. წყალტუბოში პირველი ვიყავი, ვინც ამისთვის ვიბრძოდი. იმედები გვქონდა, მაგრამ, ახლა მგონი უარეს მდგომარეობაში ვართ"

თარიღი : 8-12-2019, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იპოთეკური სესხით დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც გამოსახლების საშიშროების წინაშე დგას, წყალტუბოში მცხოვრები თემურ ფარეიშვილია. მისი ბინა იპოთეკაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ფარეიშვილმა მცირე მარკეტის გახსნა გადაწყვიტა და "ჯეო კრედიტიდან" თანხა გამოიტანა. იპოთეკით დაზარალებულმა მაღაზია ვეღარ ამუშავა და შესაბამისად ბანკში შესატანი ფული აღარ აღმოაჩნდა. ამასობაში კი ჯარიმები მრავლად დაუგროვდა.

"მცირე ბიზნესი მინდოდა გამეკეთებინა, გამეხსნა წყალტუბოში პატარა მარკეტი, ამისთვის 2016 წელს გამოვიტანე "ჯეო კაპიტალიდან" 4 600 დოლარი და ჩავდე ბინა იპოთეკაში. ცოტა ხანს ვიხდიდი, მაგრამ ასე 8 თვეში ვეღარ ვამუშავეთ მაღაზია, ალბათ ცუდ ადგილას გვქონდა გახსნილი, არ შემოდიოდა ხალხი. გვეგონა რაღაც იქნებოდა, მაგრამ ვერ ავაწყეთ საქმე და შევეშვით. დავრჩი უმუშევარი. ვეღარ შემქონდა ბანკში ფული, ამიტომ დამიწერეს ჯარიმები და ავედი 4 300 დოლარზე. ანუ, ამდენი ფული რაც გადავყარე ( 2 300 დოლარამდე დაფარული მქონდა), ფაქტობრივად თავიდან მაქვს სახდელი ამდენი ჯარიმების გადამკიდე. ბანკია და მთხოვს თანხას, რა უნდა ვქნა? თან სამწლიანი ხელშეკრულება მქონდა გაკეთებული. 2016-ში ჩავდე ბინა და ამ თვის ბოლოს მიმთავრდება ვადა. ამის მერე რა იქნება არ ვიცი. სააღსრულებოზეა უკვე ბინა.

პარალელურად, საქართველოს ბანკშიც მაქვს სესხი, 600 ლარი გამოვიტანე, მერე გადავადებები იყო, ვეღარ გადავიხადე და ამიყვანეს ახლა 1800 ლარზე. ახლა ერთი თვეა, რაც მუშაობა დავიწყე, მაგრამ ბანკმა ყადაღა დამიდო ანგარიშზე, დავრჩი ისე,"-ამბობს თემურ ფარეიშვილი.

ფარეიშვილის ერთადერთი შემოსავალი შეიძლება ითქვას, რომ მეუღლის ხელფასია, რომელიც 250 ლარს შეადგენს. საკუთარი ანგარიში დაყადაღებული აქვს. იგი ხელისუფლებას მოუწოდებს ცოტათი მაინც დაეხმარნონ იპოთეკით დაზარალებულთ.

" რა უნდა მოვუწოდო ხელისუფლებას? მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ეს მთავრობა მოიყვანა. წყალტუბოში პირველი ვიყავი, ვინც ამისთვის ვიბრძოდი. იმედები გვქონდა, მაგრამ, ახლა მგონი უარეს მდგომარეობაში ვართ. ერთ დღეში ვართ გაჭირვებული ხალხი. სახელმწიფოდან ხომ უნდა იყოს ნება, რომ ცოტათი მაინც მოგვხედონ იპოთეკით დაზარალებულებს. რომ გამაჩნდეს ან მიწის ნაკვეთი, ან რაიმე პატარა ხელჩასაჭიდი, კიდე ჯანდაბას, გავყიდდი ბინას, მაგრამ რომ არაფერი გამაჩნია? მემუქრება გამოსახლება. "ჯეო კაპიტალში" გულისხმიერი ბიჭები არიან, იქნება ცოტ-ცოტა შემოიტანოო, მითხრეს. მაგრამ თავიდანაც რომ დამიდონ ხელშეკრულება და მითხრან თვეში 200 დოლარობით შემოიტანე და წელიწადნახევარში მაინც დაფარეო, ამასაც ვერ ვიზამ, არ მაქვს არანაირი საშუალება. რა ვქნა, აზრზე არ ვარ. მეუღლე ბაღში მუშაობს და 250 ლარი აქვს ხელფასი, ეს თანხა საჭმელში არ გვყოფნის, მე ერთი თვეა მუშაობა დავიწყე და ხელფასი საქართველოს ბანკმა წაიღო. რა ვქნა? რომ შევაგინო ამ მთავრობას, ჩემი მოყვანილიცაა და ჩემს თავს ხომ არ შევაგინებ, და რომ ვთქვა მაგალითად ქუჩაში, ყველა მეტყვის შენ არ შეუწყე ხელიო? ძალიან რთული სიტუაციაა, ცუდ დღეში ვართ ხალხი, რა გვეშველება? ახლა წყალტუბოს განვითარების გეგმაზე მუშაობენო, ცოტა იმედი გაგვიჩნდა, იქნება მოგვხედონ ცოტა, მაგრამ გვქონდეს კი იმედი? ვნახოთ, ან ღმერთი გვიშველის, ან ჩვენს თავს ჩვენვე უნდა ვუშველოთ,"-ამბობს თემურ ფარეიშვილი.


ნანახია: 532-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მინდიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი შესაძლო ღია ცის ქვეშ დარჩეს
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.

ამინდი