Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

თარიღი : 7-12-2019, 22:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატმა სტარტი 1-ელ დეკემბერს აიღო. საქართველოს გუნდური ჩემპიონატი „დავით ჩირაძის მემორიალი“ 7, 8 და 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ტურნირის მასპინძელი კი - ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული გაერთიანების #16 მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა.

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, სადაც 34 გუნდის 140-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირი 7 დეკემბერს დასრულდა. გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები I, II, III ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციების ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.


ნანახია: 420-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა.
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა.
,,ბაგრატი 1003“-ში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის.
მასში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დაახლოებით 200-მდე მოჭადრაკე იღებდა.

ამინდი