Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა კალათბურთელებმა ბათუმის გუნდი დაამარცხეს

თარიღი : 6-12-2019, 21:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საკალათბურთო სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩში დღეს ,,ქუთაისმა" “ბათუმს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. აჭარული გუნდი ამ მატჩამდე 5 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილში მე-2 ადგილზე იყო, ქუთაისელებს კი 7 მატჩიდან 3 მოგება ჰქონდათ და წაგების შემთხვევაში საქმეს ირთულებდნენ.

საკმაოდ დაძაბული, თანაბარი და საინტერესო მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით – 75:69 დასრულდა, რითაც იმერულმა კლუბმა მოგებ-წაგებები გაითანაბრა (4-4) და სუპერლიგის ლიდერებს მიუახლოვდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში, დასკვნით წუთებზე გადაწყდა.

გამარჯვებულთაგან 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. ბომბარდირი 19 ქულით ჯეიმს მილიკენი გახდა. 16 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო 14 – შონ რაუნდთრიმ.


ნანახია: 321-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.
'ქუთაისმა' ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი 'რუსთავს' მოუგო.
შეხვედრა ათქულიანი სხვაობით დასრულდა.
ქუთაისელი კალათბურთელები მიზანთან ახლოს იყვნენ და თამაშის მიმდინარეობისას არაერთხელ დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება
საქართველოს საკალათბურთო პირველობაზე სუპერლიგის 22-ე ტური ბათუმსა და ქუთაისში გამართული მატჩებით დაიწყო.

ამინდი