Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ყველაზე დიდი მატყუარაა. ამიტომ სასამართლოსთან მოვიტანეთ თოჯინა, რომელსაც მოკლეფეხებიანი ბიძინა დავარქვით"

თარიღი : 2-12-2019, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოძრაობა "გაბედე ქუთაისის" წევრებმა სააპელაციო სასამართლოსთან აქცია/პერფომანსი გამართეს. მათ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პატარა თოჯინა მიიტანეს და სააპელაციოს შენობასთან დატოვეს. მათი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერმა 2012 წლიდან მოყოლებული უამრავი ცრუ დაპირება გასცა და ქართული საზოგადოება არაერთხელ მოატყუა.

"ხომ გაგიგონიათ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო? ხოდა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ყველაზე დიდი მატყუარაა. ამიტომ ჩვენ მოვიტანეთ დღეს თოჯინა, მას მოკლეფეხებიანი ბიძინა დავარქვით. მისი ყველაზე დიდი ტყუილი იყო ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებდა, თუმცა გადაგვაგდო. ის დღესაც გვატყუებს, ამბობს რომ ახალგაზრდები თითქოს რაღაცებს ვაშავებთ და ტყუილად გვიჭერენ. იმასაც გვატყუებს, თითქოს არანაირი კრიზისი არ არის შექმნილი ქვეყანაში, თუმცა ხედავთ რა სიტუაციაა. მან სასამართლო ერთ-ერთ დიდ ტყუილის ორგანოდ გადააქცია, ამიტომ მოვიტანეთ აქ თოჯინა მისი გამოსახულებით"-ამბობს მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთი წევრი გაგი ახალაძე.

“დღეს ჩვენც აქციას ვაწყობთ აქ, თუმცა ხედავთ ალბათ განსხვავებას პროტესტის ფორმებში. არც კვერცხებს ვუშენთ, არც ცოცხებს, პროტესტის გამოხატვის სხვაგვარი ფორმა გვაქვს და ცივილიზაციასთან უფრო ახლოს ვართ. რაც შეეხება დღევანდელ პერფომანსს, ბიძინა ივანიშვილმა აქამდეც ბევრჯერ მოგვატყუა, თუმცა მისი ბოლო ტყუილი იყო ყველაზე დიდი, რომელმაც შეგვკრა ახალგაზრდობა. მჯერა, რომ ეს აქცია იტყვის თავის სათქმელს"-ამბობს "გაბედეს" წევრი ნინო იობაშვილი.


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით გაკეთებულ
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ვანი ეს არის ის რაიონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები, ყველაზე მეტად ვრცელდება.
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია
წულაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს დასცინა, მან კი აღნიშნული ფორმით თავად ივანიშვილს დასცინა.

ამინდი