Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეიმურაზ ლანჩავას ქუთაისში ვარსკლავს გაუხსნიან

თარიღი : 2-12-2019, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, თეიმურაზ ლანჩავას ვარსკვლავს გაუხსნიან-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემია ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის პალატამ ინტელიგენციის თხოვნითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მიიღო.

„საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვანთა ოქროს ფონდმა დააარსა ახალი ჯილდო ,,მეგობრობის ვარსკვლავი“, რომელიც წელიწადში ორჯერ გადაეცემა სახელმოხვეჭილ ადამიანებს. ამა წლის 24 ნოემბერს ქუთაისის საოპერო თეატრში, ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს თეიმურაზ ლანჩავას საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ,,მეგობრობის ვარსკვლავი“. ინტელიგენციის თხოვნითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ქუთაისში გაიხსნას თეიმურაზ ლანჩავას ვარსკვლავი,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეიმურაც ლანჩავა არაერთი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მწერალს ჯილდო ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მეცნიერთა ეროვნულმა აკადემიამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 8 წარმატებული ადამიანი დააჯილდოვა.
ქუთაისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავების კურთხევა და პატივგება მოხდა.
მწერალს აღნიშნული ტიტული ქალაქის მერმა გადასცა.

ამინდი