Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გამაფრთხილებელი ნიშანი ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გამოსახულებით განათავსეს

თარიღი : 2-12-2019, 14:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, გზის საფარი დაზიანებულია და ბარიკადებითაა შემოსაზღვრული. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებებისთვის საფრთხის შემცვლელია და საავარიო სიტუაციებს ქმნის. რამდენიმე დღის წინ, ქუჩაზე განთავსებული ბარიკადების გამო ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა. მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ადგილზე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლები მივიდნენ და გამაფრთხილებელი ნიშანი, ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გამოსახულებით განათავსეს.

„ეს ბარიკადები ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ჩვეულებრივ მახეს წარმოადგენს, რასაც ყველა ვერ გადაურჩება. რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაც კი მოხდა, თქვენ ალბათ დააკვირდებოდით ბარიკადების მდგომარეობას, რომელიც დეფორმირებული და დაზიანებულია, ამასთან, მაცხოვრებლებიც საუბრობენ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. თვეზე მეტია ეს მდგომარეობაა. მერია სავარაუდოდ სხვა სტრუქტურისკენ გაიშვერს ხელს, მაგალითად წყალმომარაგების კომპანიისკენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. მერიამ მიიღო ამ ქუჩის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, გზა დააგო, შესაბამისად კოორდინაციაში უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთთან, უნდა ცოდნოდათ ვის რა გაეკეთებინა და მხოლოდ ამის შემდეგ აღედგინათ გზის საფარი. ეს ასე არ მოხდა, დღემდე აქ გადაადგილება საფრთხის შემცველია. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ცხოვრებას, მაგრამ ევროპაში და იმ ქვეყნებში სადაც ჩვენ ინტეგრაციას ვაპირებთ, ამგვარი რამ წარმოუდგენელია. ანუ მიდიხარ ღამის ან დღის საათებში და გხვდება სახიფათო ბარიკადები, რომლებსაც შეიძლება უცებ გვერდი ვერ აუარო. აქ საფრთხე ერთი ათადაა გაზრილი, რადგან საკითხი სწრაფად მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ჩვენ, ისევე როგორც თეთრი ხიდის შემთხვევაში, აქაც განვათავსეთ გამაფრთხილებელი ნიშნები. იმედი გვაქვს, თუკი მერია ერთი თვის მერეც არ აღმოფხვრის ამ პრობლემას, ადამიანები მაინც შეამჩნევენ ამ ნიშანს და არ დაზარალდებიან,“-ამბობს „ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ბარათაშვილი ნიკეას მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ბოჭორიშვილს მიმართავს. მისი თქმით, აქციებში მონაწილეობასა და კვერცხების სროლას სჯობს, ბოჭორიშვილმა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში არსებულ პრობლემებს მიხედოს.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამსახურდიას ქუჩა ნიკეას სამაჟორიტაროს ეკუთვნის. მისი მაჟორიტარი დეპუტატი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქციებში, რომელიც გასული დღეების მანძილზე ქუთაისში მიმდინარეობდა. იგი კვერცის სროლასა და ძალადობრივ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. ეს ადამიანი პირველ რიგში, თუ რამით უნდა იყოს დაკავებული, საკუთარ სამაჟორიტაროში არსებული პრობლემების აღმოფხვრა უნდა იყოს ეს, მაგრამ საპირისპირო სურათს ვიღებთ. ეს ყველაფერი ადამიანების უსაფრთხოებაზე აღიბეჭდება. ვეცადეთ მერიისთვის მიგვეწვდინა ხმა, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი რაც შეგვეძლო ჩვენ, ავარიების საპრევენციოდ, გამაფრთხილებელი ნიშანის დადგმა იყო და დავდგით კიდეც. იმედია, ამის გამო 500 ლარიან ჯარიმას არ დაგვიწერენ,“- ამბობს ბარათაშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი მათ არ ეხებათ და პრობლემის მოგვარებაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა იზრუნოს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 592-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც მსგავსი საშიშროებაა, არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი არის განთავსებული.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

ამინდი