Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა

თარიღი : 2-12-2019, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.

„საქსტატი“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019/2020 სასწავლო წელს წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

ამასთან, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% - ბიჭი.

„2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.


ნანახია: 164-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყველაზე მეტმა, 3 657 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასიდან მიატოვა, მათ შორის ბიჭების რაოდენობა გოგონების რაოდენობას 877-ით აღემატება.
სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას,
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ხოლო თბილისის მოსახლეობა მთლიანი

ამინდი