Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, მდინარეში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა გრძელდება

თარიღი : 2-12-2019, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში გაუჩინარებული მამაკაცი ამ დრომდე არ უპოვიათ. მას უკვე მესამე დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი ეძებს. საჭიროებიდან გამომდინარე, საძიებო სამუშაოებში აჭარის მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიცაა ჩართული. სანაპიროზე კი, იმ ადგილას, სადაც ნაპოვნი იქნა დაკარგულის ნივთები შექმნილია საგანგებო შტაბი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ.

​შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ​პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაიწყეს საძიებო სამუშაოები და იმ ადგილების შემოწმება, სადაც შესაძლებელია, ყოფილიყო დაკარგული პიროვნება.

საძიებო სამუშაოების შედეგად, მდინარე რიონის ნაპირზე მაშველებმა დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია, თუმცა დაკარგულის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.

საჭიროებიდან გამომდინარე, საძიებო სამუშაოებში უკვე ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი.

სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც ნაპოვნი იქნა დაკარგულის ნივთები, შექმნილია საგანგებო შტაბი. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მაშველთა ჯგუფები.

დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება საძიებო სამუშაოები, როგორც წყალში, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,”-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობას
მაშველებმა მებადური მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.
როგორც Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით
სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილის ცხედარი ხევში გადაჩეხილი აღმოაჩინა.

ამინდი