Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ 6 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება"

თარიღი : 1-12-2019, 23:25 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება. ამის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება პიკეტირებას, ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების საკითხის განხილვის დღეს დაიგეგმება და სავარაუდოდ, ეს მომავალ კვირაში იქნება.

"მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა - აქცია ქუთაისში. ველოდებით, მოსამართელებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ, სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს - ეს ალტერნატივებია. არ ვიცით, "ქართული ოცნება" როდის იზამს. ხვალ უკვე იგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში, ოდირში და შესაბამისად, მათი პასუხი რაც იქნება, ამასთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უნდა ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისი",-განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, უფრო ფართომასშტაბიან მოძრაობაზე, რომლის კონკრეტული გეგმებიც აქვს ოპოზიციას, საბოლოო შეთანხმებები მომდევნო დღეებში იქნება მიღწეული.

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში უკვე დასრულდა.


ნანახია: 202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაშაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ გუნდს აქვს გეგმა, რომელიც ქუთაისს სრულიად ახალ პერსპექტივას მოუტანს.
გიორგი ვაშაძის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ხმა ისეთ ახალგაზრდებს უნდა მისცეს, როგორიც მის მიერ
ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რომელიც 50 კილომეტრი სიგრძის იქნება, ე.წ. გადაკიდებული აივნების ტექნოლოგიას
საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების მოწინააღმდეგეები ხვალ, 11:30 საათზე საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან
პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.
მერისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრის მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენდა, აძლევს თუ არა მერია ოპოზიციურ პარტიას 1-ელ

ამინდი