Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი მითხრა, თქვენ რომ ყველას კარგი შემოსავალი გქონდეთ იცი ეს რას გამოიწვევსო? -ლარის ონფლაციასო. თვითონ რომ ამდენი ხელფასები აქვთ, მაშინ არ უფასურდება ლარი?,'- წყალტუბოში ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია

თარიღი : 30-11-2019, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge კიდევ ერთხელ გაგაცნობთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იპოთეკური სესხების შედეგად დაზარალდნენ. ისინი წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას და გრძელვადიან, დაბალპროცენტიან იპოთეკურ სესხებს სთხოვენ. ვიდრე ხელისუფლება დუმს და საკუთარი მოქალაქეებისათვის ვერ იცლის, ადამიანები უკანასკნელ საცხოვრებლებს კარგავენ და ღია ცის ქვეშ რჩებიან.

გულჩინა ბანძელაძე, იპოთეკური სესხით დაზარალებულ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც გამოსახლებით ემუქრებიან. როგორც იპოთეკით დაზარალებული იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -სთან საუბარში აცხადებს, უძრავი ქონების სააგენტოსთან მას შემდეგ დაიჭირა საქმე, რაც ვალებში ჩაფლული აღმოჩნდა. თუმცა სახლის იპოთეკით დატვირთვამ გაცილებით დიდი პრობლემები მოუტანა, მეტიც, ქალბატონ გულჩინას ერთადერთი საცხოვრებელი აუქციონზე გაუტანეს და გაუყიდეს. წყალტუბოში მდებარე კერძო სახლი თავად იპოთეკარმა არც მეტი, არც ნაკლები 6 000 ლარად შეიძინა. იპოთეკით დაზარალებული ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, ამის შემდეგ კი არ იცის, რა ბედი ეწევა.

"90-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორც ყველას, ჩვენც ძალიან გვიჭირდა. მეუღლე ავადმყოფი მყავდა და გარდამეცვალა. 7 წლის ბავშვთან ერთად დავრჩი მარტო. დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი ვალი დაგვიგროვდა. შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, ხან სად და ხან სად გვქონდა ნისიები. ბოლოს ისე მოხდა, იძულებული გავხდი ვალების გასასტუმრებლად სახლი იპოთეკაში ჩამედო. წავედით უძრავი ქონების სააგენტოში. იმ დროს ჩვენი შემოსავალი სოციალურად დაუცველობის 50 ლარი იყო, ამასთან, სახლში მდგმურები მყავდა და ისინი მეხმარებოდნენ. თანხას რომ მაძლევდნენ, იმით ვიხდიდი გაჭირვებით, მაგრამ დროულად ფულის გადახდას ვერ ვახერხებდი. ამიტომ იპოთეკარმა თავის თანხა სასწრაფოდ მომთხოვა ( იმ დროს გადასახდელი 3 500 დოლარი მქონდა) და შემოგვთავაზა გადავსულიყავით თავის ადვოკატთან. ამ უკანასკნელმა კი, როცა თავისთან გადაგვიფორმა იპოთეკა, 3 5000 დოლარის ნაცვლად ვალი გახდა 4 400 დოლარი. შოკირებულები გამოვედით ორივე დედა-შვილი შენობიდან. ვერ გავიგეთ რა ხდებოდა, ჩვენ ხომ არანაირი ურთიერთობა არ გვქონია ბანკთან აქამდე და არ ვიცოდით არაფერი. რა უნდა გვექნა?

თვეში 220 დოლარი შეგვექმნა პროცენტი სახდელი. ამ პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, მართალია პენსია დამენიშნა, მაგრამ მის მერე არ ამიღია ის პენსია, სულ კრედიტებში მიდიოდა. რომ ვეღარ ვიხდიდით გვირეკავდნენ სახლიდან გამოგიშვებთ, გაგიყიდით ბინასო. ძალიან მძიმე დღეში ჩავარდით, ახლობელმა ცოტა ფული მომცა რომ გამეჩერებინა, მაგრამ ამათ თქვენ გააჩერებთ? მერე ჩემი და ლატარიას თამაშობდა და ისიც მიგზავნიდა ფულს, ამიტომ სექტემბერის ბოლოსთვის ძირითადი თანხა დავფარე, მაგრამ პროცენტის ნაწილი მქონდა კიდევ გადასახდელი. რომ დაიანგარიშეს, პროცენტები 4 100 დოლარზე იყო ასული. შემოგვთავაზა იპოთეკარმა, ან პროცენტებს აიღებ სესხში, ან სახლს აუქციონზე გაგიყიდითო. შეგვეშინდა გარეთ არ გამოვეყარეთ და დავთანხმდით. ვიხდიდით ცოტა ხანს, ხან 50 დოლარი შემქონდა, ხან 100, ვაკოწიწებდი გაჭირდებით. სოციალური დახმარება და პენსია ამაში მიდიოდა. მერე უკვე ვეღარ შევძელი და 2017 წლის სექტემბერში ადვოკატი გამომიგზავნეს ან გადაიხდი, ან გაგიყიდითო. ძალიან ცუდად გავხდი .მის შემდეგ ადამიანად არ ვვარგივარ. წნევები დამჩემდა და სულ დამაავადმყოფა ამდენმა ნერვიულობამ. არანაირი საშუალება არ მქონდა. გაიტანეს აუციონზე და თვითონ იპოთეკარმა შეისყიდა 6 000 ლარად. ჩვენ ჯერჯერობით აქ ვართ ისევ. რაღაც პროცესებია გასავლელი სასამართლოში და მერე რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ისე უნდა მოხდეს. რა ბედი გვეწევა არ ვიცი,"-ამბობს გულჩინა ბანძელაძე.

იპოთეკით დაზარალებული "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მთავარ დაპირებას ახსენებს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვს.

"2012 წელს დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს, მაგრამ არაფერი არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, როცა ადამიანს ერთადერთი სახლი გააჩნია, იმას არ უნდა უყიდდეს მთავრობა. მაგრამ ჩვენთვის ხომ არაფერი არ არის, ყველაფერი ჩინოვნიკებისთვისაა, რომლებიც ადამიანებისთვის არ ზრუნავენ. ქვეყანა დაღუპულია ყოველნაირად. კი, რაღაცები კეთდება, მაგრამ რისთვის? იმისათვის რომ უცხოელები მოიზიდონ, ბევრი ფული იშოვონ, ცხოვრება წარმატებული ჰქონდეთ და კარგად იყვნენ, თორემ ჩვენზე ვინ ფიქრობს? ერთადერთი პენსია გაგვაჩნია და ისიც რა გვაქვს, სამარცხვინოდ მოუმატეს 20 ლარით. რა მოხდება მოგვეხმარონ. მინდა ვკითხო ბატონ ბიძინას, ასევე ყოფილ ხელმძღვანელობას, ასე რამ შეგაძულათ ეს მოხუცებული ხალხი, პენსიონერები? რანაირად ვიმყოფინოთ პენსია? საჭმელს თუ იყიდი, წამალი არ გექნება, წამალს თუ იყიდი რა უნდა ჭამო, აქეთ კიდევ გადასახდელები. რომ იძახიან კიდევ უფასო წამლებიო, ამ გაჭირვებულმა ხალხმა ცარიელ კუჭებში უნდა გადავუშვათ 14 დასახელების წამალი? არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ კეთდება. უბრალოდ მეცინება, რა დღეში არიან ახლა პოლიტიკური პარტიები. ყველა გამწარებული მიისწრაფვის სკამებზე დასაჯდომად. ყველას თავის ხელფასები და წინსვლა ადარდებს. ერთ_ერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი მითხრა, თქვენ რომ ყველას, კარგი შემოსავალი გქონდეთ იცი ეს რას გამოიწვევსო?- ლარის ონფლაციასო. თვითონ რომ ამდენი ხელფასები აქვთ, მაშინ არ უფასურდება ლარი? თუ მთავრობა არ დაგვეხმარება, ერთ დღესაც, ეს ამდენი მოხუცებული და სოციალურად დაუცველი ხალხი გამოვალთ და ვიყვირებთ. დავეხმაროთ ჩვენ თვითონ ერთმანეთს, რადგან მთავრობა არ გვეხმარება. ან თვითონ არიან ციური სამყაროდან ჩამოფრენილები და არაფერი იციან დედამიწაზე მაცხოვრებლების შესახებ, ან ჩვენ ვგონივართ ზეციდან ჩამოფრენილები და ფიქრობენ, რომ არაფერი გვჭირდება"- ამბობს გულჩინა ბანძელაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
იმერეთში, იპოთეკური სესხით დაზარალებული ადამიანები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ.

ამინდი