Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში მძიმე პირობებში მყოფი ადამიანების დასახმარებლად სპექტაკლი მოეწყო

თარიღი : 27-11-2019, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
26 ნოემბერს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ფონდის "ცხოვრება მშვენიერია“ და პროექტ "მოდი თეატრში“ ფარგლებში, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ჭიათურის თეატრის ორგანიზებით საქველმოქმედო მიზნით სპექტაკლის "მოუხელთებელი" ჩვენება გაიმართა( რეჟისორი მამუკა ცერცვაძე).

სპექტაკლს ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და მუნიციპალიტეტის სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

როგორც პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფონდი "ცხოვრება მშვენიერია" პროექტ "მოდი თეატრში" ფარგლებში, საქველმოქმედო საღამოებს მთელი საქართველობის მასშტაბით აწყობს და სპექტაკლებიდან შემოსული თანხა იმ ადამიანებს ხმარდებათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.


ნანახია: 67-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სეზონის დასასრულს, მიწვეულმა რეჟისორმა თეიმურაზ კუპრავამ ოთარ ქათამაძის პიესა - 'აივანი' დადგა.
ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატულ თეატრში იეშუა სობოლის პიესა „გეტო“-ს პრემიერა გაიმართა.

ამინდი